voetbalkrant-მა ლუკა ზარანდია წარუმატებელი ტრანსფერების ათეულში შეიყვანა

AutoSharing Option
ბელგიურმა voetbalkrant-მა პირველ დივიზიონში ზაფხულში განხორციელებული 10 წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა, "ზულტე-ვარეგემის" ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია სიაში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა და ასე დაახასიათა:

"ქართველ გარემარბს გუნდში კონკურენციის დაძლევა გაუჭირდა. მწვრთნელი ფრენკი დური კიდევ ათამაშებს, მაგრამ ჯერ იმედებს ვერ ამართლებს. ისიც სათქმელია, რომ ზარანდია მხოლოდ 23 წლისაა და ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს (სადიო ბერაინო, ჯანი ბრუნო)".

ზარანდია "ზულტე-ვარეგემში" პოლონური "არკადან" გადავიდა და ჩემპიონატის 17 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სტატიIს ავტორმა ისიც რო მიუტიტოს რამდენი თამაში Iთამაშა ზარანდიამ მარჯვენა გარემარბად კარგი Iქნებოდა
Dა მაგრამ რაც Fრხბურტია Iგივეა ავტორიც ჩვენთან
Ilia
11:55 26-12-2019
1
ბარეღამ კარებში დააყენონ და მერე თქვან კონკურენციის “დაძლება უჭირსო”. ისე მარლა მიკვირს, კაცი მარჯვენა გარემოებად წაიყვანო და მარცხენა მცველი ათამაშო - რა ჩანაფიქრია ამისთანა? :)
ფეოლა
11:38 26-12-2019
1

სიახლეები პოპულარული