tuttomercato: საშიშროება "რომასთვის" - იარემჩუკი და დეპუატრე, ჩაკვეტაძეც არ დაგავიწყდეთ

AutoSharing Option
თებერვალში ევროპა ლიგის პლეი-ოფში "გენტი" "რომას" შეხვდება. მომავალ დაპირისპირებას tuttomercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ლორინიმ წერილი მიუძღვნა და ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოიხსენია.

ავტორი აღნიშნავს, რომ "გენტის" ბარიერი ადვილად გადასალახავი არ იქნება. მით უმეტეს, ამ გუნდმა ევროპა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემტევთა კარგი ტრიო ჰყავს, თუმცა, ბელგიური გრანდებისგან განსხვავებით, ბევრ გოლს უშვებს და ეს დაცვის სისუსტის ბრალია.

"მწვრთნელი იეს ტორუპი გუნდს 4-3-1-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს, რომელსაც იტალიაში უკვე აღარ იყენებენ. გუნდში შემტევები გამოირჩევიან: ორი წლ
ის წინ "ოტავადან" შეძენილი ჯონათან დავიდი. ის წინწაწეული ნახევარმცველია, წელს 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ძალიან ეხმარება იარემჩუკ-დეპუატრეს ტანდემს. პირველი გამოცდილია, მეორე კი - ბომბარდირი და თამაში უმეტესწილად მასზეა აწყობილი. ნუ დაგვავიწყდება ერთა ლიგაზე პირველი გოლის გამტანი, 2000-წლიანებში გამორჩეული გიორგი ჩაკვეტაძეც".

მკითხველის კომენტარები / 17 /
დღეს არ ათამაშეს ჩაკვეტაძე, არც წინა თამაში, იქნებ ჰკითხოთ ჟურნალისტებმა რა ხდება? ტრავმააა ისევ?
წრიპა
01:27 27-12-2019
0
რა გჭირთ ხალხო ოდნავ მაინც გაამხნევეთ ბიჭი ტო. ამხელა ტრავმა და ოპერაციები გადაიტანა, ორი დღე არცაა რაც მინდორს დაუბრუნდა და სრულიად ნორმალურია ჯერ სათანადო ფორმაში რომ არაა რა მოხდა მერე? მემგონი საკმაოდ სწორად და ჯანსაღად აფასებენ მის პოტენციალს იქ სადაც არის და ნუ ვასწავლით ეხლა ბელგიას ვარსკვლავების პოტენციალის დანახვას. გიოს კიდე ჯანმრთელობა ვუსურვოთ დანარჩენს მისი შრომა და ნიჭი იზავს.
dadu
16:03 26-12-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული