"სპარტაკი" ანანიძის თურქულ კლუბში გაშვებას დათანხმდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე თვეს თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული საიტი Aksam.com.tr-ი აცხადებს, "სპარტაკი" ჯანოს "დენიზლისპორში" გაშვებას დათანხმდა. მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქეთში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამასთანავე, მოსკოვური კლუბი ჯანოს ხელფასის გარკვეულ ნაწილს დაფარავს.

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და კლუბმა აქამდე ორჯერ გაანათხოვრა - ჯერ "როსტოვში" და შემდეგ "კრილია სოვეტოვში". "დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი არც ნათესავია და არც ნაცნობი მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია, რას ერჩით ამ კაცს. ვისაც ეხება იმას ვეუბნები.... ბევრისგან მსმენია რომ ჯანო არის პატრიოტი და კარგი ადამიანი, რაც შეეხება ფეხბურთს, როგორც შეუძლია ისე თამაშობს და ცდილობს. ნაკრებშიც რომ ცდილობს თავისი სიტყვა თქვას იმიტომ მიდის თურქეთში. ასე რომ სხვის საქმეში ნუ ვიპროფესორებთ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
27 დეკემბერი 2019 21:06
1
გეთანხმები პატრიოტი ფეხბურთელი და წესიერი ადამიანია ბევრ გაჭირვებულსაც ეხმარება ჩუმად როგორც ვიცი მე მაგრად ვაფასებ და ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ მას
Bacho
28 დეკემბერი 2019 02:37
0
რას აკეთებს და ბავშვების ოპერაციებს აფინანსებს,საქრთველო უყვარს,მეგობრებს ახლობლებს ეხმარება,ამდენი ოპერაციების შემდეგ ბევრი გატყდებოდა,ჯანო კი თამაშობს და კონონოვის არ იყოს ნახავთ თუ არ ათამაშდება ან ვის რა დაუშავა ამ ბიჭმა,მილიონს თუ ღებულობს უხდიან ბატონო კონტრაქტით,ჩინოვნიკებივით ქვეყანას კი არ ყვლიფავს,წარმატებები ჯანო.
გოჩა
27 დეკემბერი 2019 20:30
1
კარგია, სათამაშო დრო ექნება წარმატებები
irakli
27 დეკემბერი 2019 20:55
0
მარად პერსპექტიული და Თან უტვინო... ამისგან ფეხბურთელი ისე დადგება როგორც სპარტაკისგან რეალ მადრიდი
გუგა
27 დეკემბერი 2019 17:51
56
ჯანოს თუ რამე არ ან ვერ გამოუვიდა, მაგის გამო შეურაწყოფა არ უნდა მიაყენო. თავისი ცზოვრება აქვს და ყველამ თავის საქმეს მიხედოს.
Felisio
27 დეკემბერი 2019 20:37
3
საკუთარ თავზე ლაპარაკობ ალბათ, შეგეფერება
Grisha
27 დეკემბერი 2019 18:25
4
დათანხმდებოდა აბა რა, თანაც სიხარულით. რას აკეთებს ამხელა ხელფასის აღების გარდა?
მიხო
27 დეკემბერი 2019 18:27
26
რო ილანღებიან მაგ დროს უნდა ჩათხარო კლავიატურა პირში და ჩაიგდებენ ენას მერე.
Lasha
28 დეკემბერი 2019 02:37
3
ნამდვილად წარმატებას უსურვებ მაგრამ ფაქტი ჯიუტია სპარტაკიდან დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო მაგრამ.....
ირაკლი
28 დეკემბერი 2019 12:09
0
ჟანო თუ ინათხოვრეს, ნაღდად გავარდებიან.
ozeki
27 დეკემბერი 2019 20:37
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული