"სპარტაკი" ანანიძის თურქულ კლუბში გაშვებას დათანხმდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე თვეს თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული საიტი Aksam.com.tr-ი აცხადებს, "სპარტაკი" ჯანოს "დენიზლისპორში" გაშვებას დათანხმდა. მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქეთში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამასთანავე, მოსკოვური კლუბი ჯანოს ხელფასის გარკვეულ ნაწილს დაფარავს.

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და კლუბმა აქამდე ორჯერ გაანათხოვრა - ჯერ "როსტოვში" და შემდეგ "კრილია სოვეტოვში". "დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი არც ნათესავია და არც ნაცნობი მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია, რას ერჩით ამ კაცს. ვისაც ეხება იმას ვეუბნები.... ბევრისგან მსმენია რომ ჯანო არის პატრიოტი და კარგი ადამიანი, რაც შეეხება ფეხბურთს, როგორც შეუძლია ისე თამაშობს და ცდილობს. ნაკრებშიც რომ ცდილობს თავისი სიტყვა თქვას იმიტომ მიდის თურქეთში. ასე რომ სხვის საქმეში ნუ ვიპროფესორებთ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21:06 27-12-2019
1
რას აკეთებს და ბავშვების ოპერაციებს აფინანსებს,საქრთველო უყვარს,მეგობრებს ახლობლებს ეხმარება,ამდენი ოპერაციების შემდეგ ბევრი გატყდებოდა,ჯანო კი თამაშობს და კონონოვის არ იყოს ნახავთ თუ არ ათამაშდება ან ვის რა დაუშავა ამ ბიჭმა,მილიონს თუ ღებულობს უხდიან ბატონო კონტრაქტით,ჩინოვნიკებივით ქვეყანას კი არ ყვლიფავს,წარმატებები ჯანო.
გოჩა
20:30 27-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული