მეკარე ხოსე პერალესმა და მცველმა ვიქტორ მონხილმა თბილისის "დინამო"დატოვეს, - ამის შესახებ უკვე ოფიციალურ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
"დინამომ" მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისათვის, საჩემპიონო სეზონისათვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.
პერალესი და მონხილი "დინამოში" იანვარში ჩაირიცხნენ და მთელი სეზონის განმავლობაში შეუცვლელად თამაშობდნენ.