გიორგი პაპუნაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა - ისევ ესპანური კლუბი

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა heraldo.es-ი წერს, ქართველმა ნახევარმცველმა სეგუნდა დივიზიონის მეორე ნახევარი, შესაძლოა, "ექსტრემადურაში" გაატაროს.

წყაროს მიხედვით, პაპუ ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებებს სანტანდერის "რასინგთან" აწარმოებდა, თუმცა კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამისი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "სარაგოსას" მოთხოვნის თანახმად, ქართველს "რასინგში" თამაშების მინიმალური რაოდენობა უნდა ჩაეტარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში სანტანდერელებს ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

ხოლო "ექსტრემადურა", რომელიც სეგუნდას სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს, ახალი ვარიანტია. გუნდს 22 შეხვედრაში მხოლოდ 18 გოლი აქვს გატანილი და შეტევის გაძლიერება ნამდვილად სჭირდება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ბელგიაში და რუსეთში არ წახვიდე მთავარია, იქ ქართველებს ფეხბურთელებს არ აფასებენ
irakli
09:50 10-01-2020
0
დამთავრდა კიდე ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელის კარიერა, ყოფილიყო დინამოში, არ ჯობდა?
ტარიელი
23:25 09-01-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული