17 დეკემბერს, ესპანეთის თასის 1/64-ფინალში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად მესამე დივიზიონის "სოკუელამოსი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და არაგონულმა გუნდმა პაპუნაშვილის მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
რაც შეეხება სეგუნდა დივიზიონს, "სარაგოსა" 20 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა. პაპუნაშვილმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდვას უპირებენ.