ოფიციალურად: ლევან კუტალია "ირტიშის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლევან კუტალია ყაზახური "ირტიშის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბსა და ქართველ ფორვარდს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კუტალიამ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"როგორც იცით, დავტოვე "დინამო თბილისი" და გულწრფელად ვწუხვარ ამაზე, თუმცა ჩემსა და კლუბს შორის შეთანხმება ვერ შედგა და სამწუხაროდ, კარიერას სხვა ქვეყანაში და სხვა გუნდში გავაგრძელებ.

მოხარული ვარ, რომ "დინამოს" ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანე და სწორედ ამ დიდი გუნდის მაისურით გავხდი ეროვნული ჩემპიონატისა და "დინამო თბილისის" ბომბარდირი 20 გატანილი გოლით.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, მცმოდა ამ გუნდის მაისური და ვფიქრობ, ღირსეულად ვატარე ის.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება და ისევ ჩავიცვამ "დინამოს" მაისურს.

წლევანდელ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე კი მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ "დინამო თბილისს"! ასევე მადლობა "დინამოს" ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით "ელიტას", რომელთა მხარდაჭერასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა..", - წერს კუტალია.

"ირტიშმა" გასულ სეზონის მერვე ადგიზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ირტიში თუ არა იქ გაიტანს 20 გოლს; 10 გოლსაც ვერ გაიტანს
vakhtangi rokhvadze
20:54 11-01-2020
1
ცავიდა ტორე მაგიც მესი მკავს რა კუტალია გვარი რაცაა ისაა
LEKSO KUTAISI
19:53 11-01-2020
7

სიახლეები პოპულარული