გიორგი პაპუნაშვილი "რასინგში" გადავიდა

AutoSharing Option
"სარაგოსამ" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით "რასინგში" გაუშვა.

"სარაგოსას" მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი პაპუნაშვილს იშვიათად ათამაშებდა და საბოლოოდ "რასინგში" გაანათხოვრეს.

სანტანდერული გუნდი სეგუნდა დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა და იმედი აქვთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში ჩვენებური დაეხმარებათ.

16 იანვარს "რასინგი" ლა კორუნიაში აუტსაიდერ "დეპორტივოს" შეხვდება და ალბათ, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგება.

პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, თასზე კი ორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკვე 5 კაცი (შეიძლება მერე მეტიც) არ დამეთანხმა, რომ საშინელებაა მეორე დივიონიდან გასავარდნ გუნში აპუნაშვილის გადასვლა. თურმე ეს კარგიყოფილა ფეხბურთელის შემდგომი წინსვლისYვის.

ამ ლოგიკით ერთი ლიგით უფრო ნაკლებში უნდა გადასულიყო და უფრო კარგად წარმოჩინდებოდა, უფრო განვითარდებოდა გიორგი.

აფერუმ ლოგიკა!
იდალგო
04:39 13-01-2020
4
ასე იცის ტრამვამ, ოპერაციის მერეც ცოტა თუ იბრუნებს ძველ ფორმას. რამდენი ტალანტი უნდა დავკარგოდ, ეხლა ჩაკვეტაძეს უჭირს. მერამდენეა უკვე? არაბიძეც ნაოპერაციებია, ოქრი, ჯანო, ქვილომაც ვერ აღიდგინა ფორმა, ტაბიძე, დვალი, კაკაბა. არ ვიცი რა გვეშველება. აბუ, კვერკვე და ხოჭოლა უთამაშებლები. პლიუს ყანა ფედერაცია და ვინ დაგვწყევლა ასე მწარეთ.
vaso
02:48 13-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული