Football.ua: ზაურ მახარაძე ძირითად შემადგენლობაში ვერ მკვიდრდება და "ზორია" უნდა დატოვოს

AutoSharing Option
უკრაინულმა ვებგვერდმა Football.ua-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "6 ფეხბურთელი, რომლებმაც "ზორია" უნდა დატოვონ" და ქართველი მეკარის, ზაურ მახარაძის გუნდიდან წასვლა მიიჩნია საჭიროდ.

"ზორიას" სეზონის პირველ ნახევარში ასპარეზობისათვის შეგვიძლია მტკიცე ოთხიანი დავუწეროთ: გუნდმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საკუთარი თავი იპოვა და მეორე ადგილისთვის კიევის "დინამოს" სერიოზული ბრძოლა გაუმართა.

თუმცა, კლუბის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც სრულად ვერ პასუხობენ მოთხოვნებს. "ზორიაში" საკადრო ცვლილებები უკვე დაიწყო: ლევან არველაძე და ფილიპ ბუდკოვსკი იშვიათად თამაშობდნენ და "დესნაში" წავიდნენ, ნაზარი რუსინი კი, კიევური კლუბის ინიციატივით, "დინამოში" დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა,
კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთა წასვლა "ზორიასთვის" კრიტიკული არ იქნება და შესაძლოა, სადღაც სასარგებლოც იყოს.

ზაურ მახარაძე

საქართველოს ნაკრების გოლკიპერი უკვე მერამდენე წელია "ზორიას" ძირითად შემადგენლობაში ვერ მკვიდრდება. ნიკიტა შევჩენკოს მოსვლის შემდეგ მისი სიტუაცია გართულდა. ბანალური სიტყვებია, მაგრამ 27 წლის ასაკში უნდა ითამაშო. რაც შეეხება "ზორიას", შევჩენკოს შემცვლელად თამამად შეგვიძლია ახალგაზრდა ნიკოლა ვასილის ან კლუბის სისტემის სხვა მეკარის იმედი გვქონდეს", - წერს საიტი.

მახარაძე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ასპარეზობის იმედით 2018 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება დღემდე არ დართეს. თუმცა ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა "ჯვაროსნებში" არც არსებობს.

altალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...

altზაურ მახარაძე: ჩემი დებიუტი საქართველოს ნაკრებში ამიტომ გადაიდო

altზაურ მახარაძე: ჩემთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება

altზაურ მახარაძე: ბევრი ვიფიქრე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო

altჩინებული ამბავი - ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

altსანამ დროა ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში უნდა მოიწვიონ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული