ჩინებული ამბავი - ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" 25 წლის მეკარემ ზაურ მახარაძემ (სიმაღლე 186 სმ) საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა!

ამ უქმეებზე მრავალი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ, ჩვენმა ლეგიონერებმა გვასახელეს და აი, კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია - "ოლიმპიკის" გოლკიპერმა ზაურ მახარაძემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ეს დონბასური კლუბის საიტმა იუწყა.

ზაურის მამა საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, თავად ზაური კი ოდესის ოლქის ქალაქ ბალტაში დაიბადა, უკრაინის ყველა ახალგაზრდულ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და ის "ჯვაროსნების" შეთავაზებას დათანხმდა.

ზაური საქართველოს ნაკრებში მალტასთან (1
ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

რა თქმა უნდა, ამისათვის მადლობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმსახურებს.

მახარაძემ უკრაინის უკანასკნელ ჩემპიონატზე 26 მატჩში 33 გოლი გაუშვა და 9 შეხვედრაში შეინახა კარი "მშრალად". ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია. ზაურიმ თქვა, რომ უკეთესი გუნდებისგან აქვს შეთავაზებები და მათ წინადადებებს განიხილავს.

sportall.ge მისი საქართველოს ნაკრებში გამოძახების ინიციატივით გამოდიოდა, რადგან ძალიან სტაბილური კიპერია, 16 წლის ასაკში ჩაატარა პირველი მატჩი უკრაინის პირველ ლიგაზე, 20 წლისას დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაზე, შარშან კი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გილოცავთ!
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგებ წიტაიშვილზეც ქნათ რამე. ასეთი ბიჭის დაკარგვა რავი...
Manchester 1
11:28 22-05-2018
0
1-2 წელიწადში უძლიერესი ნაკრები გვეყოლება,მთავარია
სწორი მიდგომა , ფეხბურთელების თვითრწმენა და ფეხბურთელებში
დისიპლინა.
99999999999
11:08 22-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული