საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ დაადასტურა, რომ "რკინიგზელთა" ცენტრალური მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, დიდი ალბათობით, კარიერას "კიოლნში" განაგრძობს.

31 წლის ჰიოვედესი მოსკოვურ კლუბს გასულ სეზონში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შალკედან" შეუერთდა, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში განვლილი 19 ტურიდან 15 მატჩი ჩაატარა, თუმცა მასთან ერთად "ლოკომოტივის" დაცვა გაუვალი არ ყოფილა.

თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგა, ძალიან კარგი იქნება საბა კვირკველიასათვის, რადგან ქართველი მცველი, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში თამაში არ უწევდა, პირდაპირი კონკურენტის გარეშე დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით, სიომინმა ჩათვალა, რომ კვირკველიამ კვარაცხელიას წასვლას ხელი თუ არ შეუწყო, არც შეუშლია და ეს არ აპატია, ფაქტია, რომ კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ აითვალისწუნა კვირკველია, მაგრამ არაუშავს, მთავარია არ დანებდეს საბა და დარჩეს პროფესიონალად, ეს მასაც წაადგება და ჩვენს ნაკრებსაც, ყველა შემთხვევაში წარმატებები საბას.
ბმბ
14 იანვარი 2020 13:43
1
კვირკველია არაფერ შუაშია საბას ხვიჩას წასცლასთან. მთავარი ფულის ფაქტორი იყო
დავით
14 იანვარი 2020 15:08
3
იდეალური ვარიანტი იქნებოდა საბას ჰიოვედესისთვის ეჯობნა, რაც მისი მაღალი კლასის დასტური იქნებოდა. სიომინი ქართველების მიმართ თითქმის ყოველთვის ობიექტურია და საბას არავითარ შემთხვევაში არ დასვამდა სკამზე!!!
G.A.L.
14 იანვარი 2020 13:01
4
საბა კონკურენტ გარეშე იყო ლოკოში და ეს რაღაც სხვა დინებების ბრალი იყო. იმედია სიუმინიც და კიკნაძეც დაოკდებიან, რაც საბას ხელს აღარ შეუშლის მომავლისათვის.
G.LA
14 იანვარი 2020 12:56
1
მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, არც ისე კარგი იქნება საბასთვის, ისევ ჯობდა სადმე გადაბარგებულიყო რომ ამ მოჯადოებულ წრეს გაცდენოდა, ახლა ისევ დარჩება და ისევ დაიწყება რუსი ჟურნალისტების ბოდიალი რომ სამადლოდ არის შეფარებული
grisha
14 იანვარი 2020 11:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული