გიორგი აბურჯანიას დამატება ესპანურ გუნდს სურს, პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია

AutoSharing Option
MARCA-ს ინფორმაციით, ესპანურ "ლუგოს" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდება და ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი აბურჯანიას ტრანსფერს განიხილავს.

წინა სეზონი აბურჯანიამ სწორედ "ლუგოში" გაატარა, წელს კი "სევილიადან" "ტვენტეში" განათხოვრებული სათამაშო წუთებს ვერ იღებს და ერედივიზიონში, ჯამში, 217 წუთი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება "ლუგოში" ძალიან სურთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია - ფეხბურთელის ხელფასი. ესპანური კლუბის გაბარიტების გათვალისწინებით, აბურჯანიას მაღალი ხელფასი აქვს და მისი დამსაქმებელი კლუბი ვალდებულია, ხელფასი სრულად დაფაროს. "ლუგოს" კი იმდენი ფული არ აქვს, აბურჯანიას ხელფასს რომ გასწვდეს.

სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე
სეზონში "ლუგო" არც ისე კარგად გამოიყურება და გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხება "ტვენტეს", არც ენსხედელები ბრწყინავენ და ერედივიზიონში მე-12-მე-13 ადგილებს "ფორტუნა სტანდარტთან" იყოფენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დარჩი ძმაო სადაც ხარ იქ. ბოლო ორი თამაშია ენდობა. ეგებ საერთოდ ძირითადში დამკვიდრდეს. სეგუნდას წყალწაღებულში გადასვლას ტვენტე თუარ ჯობია რავი... მე არც ნვიხილავდი ლუგოს
sijdsjd
16:14 15-01-2020
0
თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ მე მგონი 2 ვარიანტია. ან პატრონი ქაჩავს და ამიტომ არის ნაკრებში და ტვენტეში, ან პირიქით ისე უაზროდ ქაჩავს და აპროწიალებს აქეთ იქეთ, რომ თავისი შესაძლებლობებს ვერ ავლენს (არადა მე ტალანტი მეგონა/მგონია)
pesimisti
11:40 16-01-2020
4

სიახლეები პოპულარული