საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" წაგებას გადაარჩინა

AutoSharing Option
17 იანვარს, საკონტროლო მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" პირველი ლიგის "ფედერიციას" დაუზავდა - 2:2.

ლობჟანიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 77-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"რანდერსი" შეკრებაზე კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, 16 იანვარს კი ჩემპიონატი განახლდება და სტუმრად "ორჰუსს" დაუპირისპირდება.

"რანდერსი" 20 ტურის შემდეგ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო საბამ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული