ნიკა კაჭარავას შეძენა პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბს სურს

AutoSharing Option
კვიპროსული საინფორმაციო საშუალება cyprustimes.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას შეძენით პოზნანის "ლეხი" არის დაინტერესებული.

წყაროს მიხედვით, პოლონელებმა კვიპროსულ კლუბს უკვე გაუკეთეს შეთავაზება 26 წლის ფეხბურთელის თაობაზე, რომელსაც კონტრაქტი "ანორთოსისთან" 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

თუმცა, იმავე გამოცემის მიხედვით, საჩემპიონო რბოლაში მყოფი კვიპროსული კლუბი კაჭარავას გაყიდვას არ აპირებს და ფორვარდმაც განაცხადა, რომ ახლა "ანორთოსისის" დატოვების არანაირი სურვილი არ გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აი,რა შეუძლია სწორად შერჩეულ ვარცხნილობას!
დ.დ.
21:58 20-01-2020
2
არ უნდა გადავიდეს რადგან ქეცბაიას ხელში არ დაიჩაგრება.
David
02:48 21-01-2020
0

სიახლეები პოპულარული