27 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ რუსულ გამოცემა sport-express-თან საუბარში ფეხბურთელსა და მოსკოვის "სპარტაკს" შორის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და ჯანოს კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ისაუბრა.
- თუ "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის პირობებს არ ასახელებს, მაშინ არც ჩვენ ვიტყვით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი მხარე არ ვაჭრობდა, ჯანომ კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობები მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ თანხის ნახევარზე, რაც ანანიძეს კონტრაქტის მიხედვით 2021 წლამდე ერგებოდა. შეგახსენებთ, რომ ჯანოს ხელფასი "სპარტაკში" წელიწადში 1.7 მლნ ევრო იყო.
- როცა ჯანომ "სპარტაკთან"
ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, დიდად არ უვაჭრია და ახლაც ასე მოიქცა გაწყვეტის შემთხვევაში. ჯანო "სპარტაკის" მადლიერია იმ 11 წლისთვის, რაც მანდ გაატარა და პირველ რიგში, მადლიერია გულშემატკივრების, კლუბის თანამშრომლების, ხელმძღვანელობის და პირადად ლეონიდ არონლდოვიჩ ფედუნის.
- რა ვარიანტები აქვს ჯანოს და რომელი ქვეყნებიდან?
- რამდენიმე ვარიანტი არის სხვადასხვა ლიგიდან. მათ, ეთიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არ დავასახელებ. არსებობს ინტერესი რუსეთიდან, მაგრამ ჯანოსთვის ახლა პრიორიტეტი ატმოსფეროსა და ჩემპიონატის შეცვლაა, მას კარიერის გადატვირთვა სურს. ის მხოლოდ 27 წლისაა და საიდუმლო არაა, რომ ჯანო ნიჭიერი ფეხბურთელია. საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლინება მან "სპარტაკში", როგორც ჩანს, ვერ მოახერხა, მაგრამ ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ახლა ალბათ დროა, გარემოს შეცვლაზე იფიქროს. განვმეორდები, ის 27 წლისაა და ჯერ კიდევ შეუძლია რამდენიმე წლის მაღალ დონეზე ჩატარება.
- რუსეთში "ტამბოვია" დაინტერესებული?
- რატომ უნდა დავასახელოთ ახლა ვინმე, როცა არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია? ეს ულამაზო იქნება სხვა კლუბების მიმართ. "ტამბოვი", როგორ ვიცი, თავად ამბობდა დაინტერესების შესახებ, მაგრამ ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარებს კონტრაქტის გაფორმებამდე.
- რუსეთის კლუბში გადასვლის ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება თუ ანანიძე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ევროპაში ვერ გადავა?
- დიახ, 31 იანვრამდე ჩვენი პრიორიტეტი ევროპაა, ჯანოს ახალი გამოწვევა და ძალების მოსინჯვა იქ სურს.