ტორუპი: ქვილითაია იარემჩუკისგან განსხვავებულია - თამაშის გადაწყობა მოგვიწევს

AutoSharing Option
"გენტის" წამყვანმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით სამი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. ამან, ბუნებრივია, გუნდის მწვრთნელი იეს ტორუპი დააფიქრა და მისი ალტერნატივის ძებნას შეუდგა. აი, რა განაცხადა ტორუპმა "მუსკრონთან" ნამატჩევს.

"რომანი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება და ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. გასულ შეხვედრაში ქვილითაია გამოვცადეთ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იარემჩუკის დონის არ არის. ის სრულიად სხვა ტიპის ფორვარდია და სულ სხვანაირად მოგვიწევს თამაში.

გიორგი ბურთს კარგად იღებს, თუმცა სისწრაფით არ გამოირჩევა. დეპუატრესთან ტანდემში
ურიგოდ არ გამოიყურებოდა, საგოლე პასი გაუკეთა და ესეც მნიშვნელოვანია", - ციტირებს ტორუპს voetbalkrant.com-ი.

დანიელი სპეციალისტი გარკვეულ იმედებს აგრეთვე 20 წლის კოტდივუარელ ანდერსონ დიაგბოზე ამყარებს, რომელმაც ვარჯიშებზე სასტარტო სისწრაფით და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარით მოხიბლა, მაგრამ ჯერ მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იერმჩუკი არიყო ერთი წელი რო ფორთხიალობდა კსრების წინ მიცეს შანსი ჩადგა ფორმაში გიის ერთ თამაში რაუნდა ექნა?
Mosexoneli
22 იანვარი 2020 08:52
1
აქილევს წესით 5-6 თვე სჭირდება სარეაბილიტაციოდ. რაც მართალია მათი გუნდის მოთამაშეები ძალიან ხშირად იღებენ ტრავმას, რაც მათი ფიზ მომზადების არასწორი მართვის შედეგი ა.
Docki13
22 იანვარი 2020 00:34
3
იგივე კომენტარი დავწერე მეც ქვემოთ(თან ზოგიერთებმა დამიდისლაიქეს).აშკარად არასწორად მუშაობენ ამ მიმართულებით კლუბში.რამდენი ხანი ვიძახდი ჩაკვეტაძეზე,არ შეიძლება მეთქი პატარა ბიჭია ჯერ ამდენი დატვირთვა.ერთა ლიგა ყველა თითქმის 90 წუთი ითამაშა.თასზეც და ჩემპიონატში ყველა თამაში ითამაშა.პლიუს გადაფრენა გადმოფრენები .ფაქტობრივად სექტემბრიდან დეკემბრამდე ყოველ მესამე დღეს თამაში უწევდა სრული დატვირთვით 19 წლის ბიჭს,რომელიც ჯერ არც იყო ფიზიკურად ისე ჩამოყალიბებული,როგორც მაგალითად უეინ რუნი იყო 19 წლის ასაკში.
სამწუხაროდ
22 იანვარი 2020 05:43
3
მიეცი იარემჩუკის დრო შE დებილო და ვინ რა დონეა განახებს. შენმა გუნდმა მილიონები რო გადაიხადა რომელი რომელი მდიდარი გუნდი მყავს მილიონები რო ყაროს მეორეხარისხოვან ფეხბურთელში. ანახე რა გიო როგორი იყავი რაპიდში, დინამოში და დიორში. იარემჩუკის ამოგდება თავისუფლად შეუძლია, ამის ღრმად მწამს. ახლა მთავარია ნებისყოფა და გამარჯვებულის მენტალიტი გაიხსენოს რაა. წარმატებები გიო
Ugandas prezidenti
21 იანვარი 2020 23:47
6
რამდენ ტრავმას იღებენ გენტის ფეხბურთელები.კლუბში აშკარად არასწორად კეთდება რაღაცა.
სამწუხაროდ
21 იანვარი 2020 23:39
3
ერთი რა გახდა ნორმალური აგენტი ამ ფეხბურთელისთვის წადი დროზე სანამ ფანჯარა დაიხურა მაქედან.ესე მგონოა უკვე ჩაკვეტაძესაც საფრთხე ემუქრება ამის ხელში.რაც მოახლოებულ თამაშებზე ძალიან საფრთხის შემცვლელია ჩვენთვის
თემური
21 იანვარი 2020 22:30
5
წადი თორე ახევენ კალთებს. და რატო გგონიათ რომ ყველა თავისი თავის მტერია? ჯობია ალბათ იერემჩუკი და მწვრთნელიც იმას ათამაშეს, ქართველების ჯინი კიარჭირთ.
gio
21 იანვარი 2020 23:27
12
ქვილითაიამ ყველა თამაშში 2 ბურთიც რომ გაიტანოს ამ სირ ტორუპს მაინც ვერ მოაწონებს თავს! ის კი არა ჩაკვტაძის მომავალსაც საფრთხე ემუქრება მაგის ხელში!
aburjga
21 იანვარი 2020 21:11
11
გელა სად გაიტანოს სკამიდადან?არ ატამშებდა და ათამაშა თასსე გაიტანა
Moosexoneli
22 იანვარი 2020 08:56
2
ობიექტურები ვიყოთ. იარემჩუკი ქვილითაიაზე ბევრად სასარგებლო ფეხბურთელია.
ქვილითაიამ ერთი გოლიც ვერ გაიტანა წელს ჩემპიონატში. თასზე აქვს 2 გოლი რაღაც მეათე ლიგელ გუნდებთან. კი, ჩემპიონატში ბევრ დროს არ აძლევდნენ, მაგრამ ერთი მაინც გაეტანა. მოკლედ, ჯინაში არავინ უდგას. ეს ფაქტია.ჩაკვეტაძეც ასე მარტივად ვერ დაბრუნდება ძირითადში. ის ჯონათან დევიდი ძაან ფორმაშია.
გელა ნუგზარაშვილი
22 იანვარი 2020 02:43
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული