ტორუპი: ქვილითაია იარემჩუკისგან განსხვავებულია - თამაშის გადაწყობა მოგვიწევს

AutoSharing Option
"გენტის" წამყვანმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით სამი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. ამან, ბუნებრივია, გუნდის მწვრთნელი იეს ტორუპი დააფიქრა და მისი ალტერნატივის ძებნას შეუდგა. აი, რა განაცხადა ტორუპმა "მუსკრონთან" ნამატჩევს.

"რომანი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება და ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. გასულ შეხვედრაში ქვილითაია გამოვცადეთ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იარემჩუკის დონის არ არის. ის სრულიად სხვა ტიპის ფორვარდია და სულ სხვანაირად მოგვიწევს თამაში.

გიორგი ბურთს კარგად იღებს, თუმცა სისწრაფით არ გამოირჩევა. დეპუატრესთან ტანდემში
ურიგოდ არ გამოიყურებოდა, საგოლე პასი გაუკეთა და ესეც მნიშვნელოვანია", - ციტირებს ტორუპს voetbalkrant.com-ი.

დანიელი სპეციალისტი გარკვეულ იმედებს აგრეთვე 20 წლის კოტდივუარელ ანდერსონ დიაგბოზე ამყარებს, რომელმაც ვარჯიშებზე სასტარტო სისწრაფით და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარით მოხიბლა, მაგრამ ჯერ მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იერმჩუკი არიყო ერთი წელი რო ფორთხიალობდა კსრების წინ მიცეს შანსი ჩადგა ფორმაში გიის ერთ თამაში რაუნდა ექნა?
Mosexoneli
08:52 22-01-2020
1
აქილევს წესით 5-6 თვე სჭირდება სარეაბილიტაციოდ. რაც მართალია მათი გუნდის მოთამაშეები ძალიან ხშირად იღებენ ტრავმას, რაც მათი ფიზ მომზადების არასწორი მართვის შედეგი ა.
Docki13
00:34 22-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული