ტორუპი: ქვილითაია იარემჩუკისგან განსხვავებულია - თამაშის გადაწყობა მოგვიწევს

AutoSharing Option
"გენტის" წამყვანმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით სამი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. ამან, ბუნებრივია, გუნდის მწვრთნელი იეს ტორუპი დააფიქრა და მისი ალტერნატივის ძებნას შეუდგა. აი, რა განაცხადა ტორუპმა "მუსკრონთან" ნამატჩევს.

"რომანი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება და ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. გასულ შეხვედრაში ქვილითაია გამოვცადეთ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იარემჩუკის დონის არ არის. ის სრულიად სხვა ტიპის ფორვარდია და სულ სხვანაირად მოგვიწევს თამაში.

გიორგი ბურთს კარგად იღებს, თუმცა სისწრაფით არ გამოირჩევა. დეპუატრესთან ტანდემში
ურიგოდ არ გამოიყურებოდა, საგოლე პასი გაუკეთა და ესეც მნიშვნელოვანია", - ციტირებს ტორუპს voetbalkrant.com-ი.

დანიელი სპეციალისტი გარკვეულ იმედებს აგრეთვე 20 წლის კოტდივუარელ ანდერსონ დიაგბოზე ამყარებს, რომელმაც ვარჯიშებზე სასტარტო სისწრაფით და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარით მოხიბლა, მაგრამ ჯერ მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქვილითაიამ ყველა თამაშში 2 ბურთიც რომ გაიტანოს ამ სირ ტორუპს მაინც ვერ მოაწონებს თავს! ის კი არა ჩაკვტაძის მომავალსაც საფრთხე ემუქრება მაგის ხელში!
aburjga
21:11 21-01-2020
11
მიეცი იარემჩუკის დრო შE დებილო და ვინ რა დონეა განახებს. შენმა გუნდმა მილიონები რო გადაიხადა რომელი რომელი მდიდარი გუნდი მყავს მილიონები რო ყაროს მეორეხარისხოვან ფეხბურთელში. ანახე რა გიო როგორი იყავი რაპიდში, დინამოში და დიორში. იარემჩუკის ამოგდება თავისუფლად შეუძლია, ამის ღრმად მწამს. ახლა მთავარია ნებისყოფა და გამარჯვებულის მენტალიტი გაიხსენოს რაა. წარმატებები გიო
Ugandas prezidenti
23:47 21-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული