კვიპროსული მედია: ჯანო ანანიძე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" მიჰყავს?

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ი იტყობინება, რომ "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს. ამ ინფორმაციას რუსული Metaratings-ი და БИЗНЕС Online-იც ადასტურებენ.

გამოცემების მტკიცებით, ანანიძის სამსახურით ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია პირადადაა დაინტერესებული.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ჯანომ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და მისი გადაბირება "ანორთოსისს" ცენტიც კი არ დაუჯდება.

"ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სადაც დაუშვილისგან ფეხბურთელი გამოჩარხა, ანანიძე რას იზამს, იმედია ყველა ვნახავთ სულ მალე. საღოლ ქეცბა, კაცი ხარ, კაცი.
22 იანვარი 2020 12:00
1
ქაცბა ქართულ საქმეს აკეთებს ანორთოსისში.იმედია კლუბიც ხელს შეუწყობს
დდდ
22 იანვარი 2020 11:48
0
გენაცვალე თემურ.იმედია ნამდვილად გადავა ჯანო.ჭანტურიასაც თუ წაიყვანდა კააის იზავდა
Buxrika
22 იანვარი 2020 11:17
8
ჭანტურიამ ხასიათი თუ გამოიცვალა აქვს პერსპექტივა, მაგრამ რაღა დროს მაგის ხასიათის გამოცვლაა?
David
22 იანვარი 2020 12:00
0
ქეცბაია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა არის,ასეთი პატრიოტი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი სხვა არ მახსოვს ფეხბურთში.ანანიძის და ოქრიაშვილის შეთამაშება ძალიან დიდი წინსვლის წინაპირობა იქნება და 90% მჯერა,რონ გავალთ ევროპაზე.
ოთო
22 იანვარი 2020 11:10
0
ანორთოსისი - საქართველოს ნაკრების ბირთვი, არაა ცუდი ჩანაფიქრი
ზვიადი
22 იანვარი 2020 10:26
0
ძალიანაც კარგი! წარმატებები ჯანო!
მანჩო
22 იანვარი 2020 10:16
0
გენაცვალე ქეცბა , რასაც შენ აკეთებ ამ წუთას წვეყნისთვის , მაგას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ის რომ ინ ნანატრი ოცნების ასრულებაში შეგაქვს შენი ძალიან დიდი წვლილი , იმედია მარტამდე შეძლებ ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში შეიყვანო . ჭეშმარიტი პატრიოტი .
ATP 16 ?
22 იანვარი 2020 10:15
0
ყოჩაღ ქეცბა! რაც მე გაკრიტიკე თავის დროზე საქართველოს ნაკრების პოსტზე, ახლა უკან მიმაქვს - სადმე რომ შემხვდე ბოდიშს მოგიხდი და მადლობას გეტყვი. ანართოზისსაც ამდიდრებ და საქართველოსაც არ უკარგავ ტალანტებს.
თენგაბი
22 იანვარი 2020 09:56
0
ქეცბაია მაგარ საქმეს უკეთებს ქვეყანას, რითიც შეუძლია ეხმარება საქართველოს. ჯერ ოქრიაშვილის ფორმაში შეყვანა რამდენს ნიშნავს, აგერ კაჭარავამაც დაიწრყო გოლების გატანა, დაუშვილიც თუ რამეა მზადაა...
გიონატ
22 იანვარი 2020 09:52
0
ქეცბა არის ნამდვილი პატრიოტი ქართველი!!
შოთა
22 იანვარი 2020 04:00
0
Qecbaia samagalito adamiani da sportsmeni . Mec ise miyvars chwmi qveyana rogorc temurs
aleko
22 იანვარი 2020 17:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული