ანანიძე ლარნაკაშია და "ანორთოსისთან" კონტრაქტს გააფორმებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კვიპროსში ჩაფრინდა. ეს სურათი ლარნაკის აეროპორტშია გადაღებული.

ჯანო მალე მედშემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ანორთოსისთან" სეზონის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა და ის ადვილად განსახორციელებელი გახდა, რადგან ანანიძე თავისუფალი აგენტია.

"ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბარგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კაი ხნით ჩავიდა თან :)
ვვვ
23:42 22-01-2020
0
ქეცბაია, ე ბიჯო, სადაც 5 წაიყვანე, იქ 6 დაამატე. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!
ლუკა კუ
22:53 22-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული