ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ძალიან კარგად მახსოვს ქეცბაია როცა ნაკრების მწვრთნელი იყო , ყველა გადაცემაში პირში ვარდებოდნენ ჟურნალისტები და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, დღევანდელი მწვრთნელისგან განსხვავებით. ნეტავ დღეს თუ ხედავს ის ხალხი, თუ რაოდენ დიდ საქმეს აკეთებს ქეცბაია საკუთარი ქვეყნისთვის და უგუნდოთ დარჩენილი ქართველი ფეხბურთელები თავისთან მიყავს, რისთვისაც მადლობის მეტი სხვა სათქმელი არ გვაქვს ამ კაცისთვის. ჯანოს წარმატებებს ვუსურვებ და მაღალ დონეზე თამაშს.
ფეხბურთი
23 იანვარი 2020 05:35
0
ამ ეტაპზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა
იქნებ კლიმატის გამოცვლამ ნაკლებ ტრამვიანობას შეუწყოს ხელი.
წარმატებები ჯანო!!!!
Wayne vegas
23 იანვარი 2020 00:19
0
ქეცბაია, იქიდანაც რამდენ კარგ საქმეს აკეთებს, ქართველებით დააკომპლექტა გუნდი, იმედია ანანიძე გაუმართლებს გუნდში იმედებს. ისე ნაკრების ყველა ძირითადი ფეხბურთელი რომ წაიყვანოს თავის გუნდში, (თუ ის უკანასკნელები თანახმანი იქნებიან) მივიღებთ კლუბურ დონეზე კარგ შეთამაშებულ ეროვნულ ნაკრებს.
ირაკლი
23 იანვარი 2020 00:14
2
ქეცბას დიდი ვარსკვლავი უნდა გაუხსნათ ამდენი ქართველი ერთ გუნდში დიდი რისკია და ამავე დროს პასუხისმგებლობაც.
zurabi
23 იანვარი 2020 11:47
0
ეხლა ხომ გამოჩნდა რა შეუძლია და რისი გამკეთებელია ქეცბაია, კაი კაცია ! კაი ადამიანია, საგინებელს აგინა! და აითვალწუნეს, ხელფასი რამდენი გაქ და ტვინი უბურღეს, მაღალი კლასის სპეციალისტია და იმიტო აქ მაღალი ხელფასი, და ეგ ხელფასი კიდე ტყდებოდა მთელ სამწცრთნელ შტაბზე და გადაფრენა-გადმოფრენებზე!!! მე არც მაგის წინ და არც მაგის მერე არ მახსოვს ჟურნალისტებს გადაცემა გაეკეთებინათ და ელაპარაკათ და კითხვები დაესვათ ხელფასის თაობაზე ჟირესთან, კუპერთან, ტოპ მიულერთან,ვაისთან! გერმანელთან, ფრანგთან და არგეტინელთან ხელფასზე ლაპარაკი ტეხავს და ქართველთან არააა?! თან კატასტროფული შედეგები ქონდათ სუყველას./// აი ასეთი ერთი გუნდი როგორ ვერ უნდა გააკეთოს საქართველომ როგორიც ანორთოსისია, საიპროსი გგონია გვოჯობია რამიით? უბრალოდ იქ მთავრობა ჩვენზე მეტ ყურადღებას აქცევს თავის ხალხს და ქვეყანას! თორე ეს ბიჭები რო შეკრიბო ჩვენთან უკეთესი არ იქნებოდაა?
Vasili
23 იანვარი 2020 11:56
3
მართალი ხარ 100ანი.სულ რაგაც 3.50 მილიონი ევრო აქვს ბიუჯეტი ანორთოის.სამ ნახევარი ნუთუ 35 მილინი არ მოიძებნა ქვეყანაში უმაღლესი ლიგას რო მიეცეს და აზრიანათ დახრჯონ.წარმიდგინე 2 მაქსიმ სამი მაგალი დონის ტალანტი დაეს ფული ამოგებულია ცალკე დონის აწევის შემთხვევაში რეკლამები ბილეთები ტელევიზიაც გადაიხდის უკვე ფულს.
mosexoneli
23 იანვარი 2020 15:05
2
ქეცბაია მართალი, პატრიოტი, პროფესიონალი და პირდაპირი კაცია!!! დიპლომატიაში მოიკოჭლებს ცოტას, თორემ ამაზე მაგარი და საქმის გამკეთებელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არავინ იქნებოდა.
ირაკლი
23 იანვარი 2020 09:35
1
კარგი ბიჭი ხარ ჯანო, მაგრამ რუსულად რატომ, რატომ? ისე კი, წარმატებას გისურვებ, რა თქმა უნდა.
ემზარი
23 იანვარი 2020 01:49
7
მაგარია ექვსი ქართველი ერთად,მაგრამ ჯანო იქ რუსულად რატო საუბრობს მაგარი გამიტყდა ქართულად ვიცი რო საუბრობს მშვენივრად, წარმატებები ანორთოსის
irakli
23 იანვარი 2020 01:19
5
წარმატებები ჯანო, ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ და გვეიმედები,
მაგრამ ინტერვიუს რუსულად რატომ აძლევ!!? რა პონტია, ტოოო ;)
გიო
23 იანვარი 2020 01:03
5
რუსულად არ უნდა ესაუბრა. მართლა ჩაიჭრა.
ისე წარმატებას ვუსურვებ
გიორგი
23 იანვარი 2020 10:13
2
დიდება ბატონ თემურს, დიდება. მას შეუძლია როგორც ქართული ფეხბურთის გადარჩენა, ასევე ქვეყნის სხვა საქმეების წარმართვაც. ანანიძის გადაყვანით ანორთოსისში, სხვა ფეხბურთელებზე აღარ ვსაუბრობ, გადარჩება ქართული ფეხბურთი, ნაკრებიც ევროპაზე გავა, ბატონი თემურის დამსახურებით. ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულით აკეთებს, თორემ წყალსაც წაუღია ანორთოსისი. დიდება და პატივისცემა ბატონ თემურს!!!
სხვა რაკურსი
23 იანვარი 2020 11:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული