ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ქეცბა იმენა მგელი ხარ.იქნება მოხოდო ბიჭები.ანორთოსის ჩემპიონობას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს კიდევ ევროპაზე გასვლას.წარმატებები
დდდ
22 იანვარი 2020 23:40
1
ალალი და მართალი ადამიანები უჭკუო უმრავლესობის მიერ ყოველთვის იჩაგრებოდნენ, მაგრამ მათი სიდიდე იმაშია რომ არც სიმართლეს ღალატობენ და არც უჭკუოების აზრი ანტირესებთ... ქეცბაია მთელი გულით და სულით არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და ამის არ დანახვა შეუძლებელია თუ საერთოდ რაიმეს დანახვა შეგიძლია. ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი ბიჭების დონის ფეხბურთელები სხვაგან იშოვოს მაგრამ ჩვენები წაიყვანა (დავიწყებული დაუშვილო ფეხბურთს დაუბრუნა) ათამაშებს და ამით საქართველოს ნაკრებს ეხმარება თან გააზრებულად ეხმარება, აბა ეხლა ამ დროს, იანვარში ბროლის ჯანოს ვინ წაიყვანდა გუნდში? 260 000 000 ლარი პირადა შენთვის რო მოეცად თემურ თავს დავდებ ჩვენი ფეხბურთისთვის უფრო მეტი გაკეთდებოდა ვიდრე დღეს არის ან 2021 იქნება გაკეთებული.. ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლა შენი დამსახურება უფრო იქნება ვიდრე ამათი (ვაისს არ ვგულისხმობ) დიდი მადლობა თემურ!!!
გიორგი
23 იანვარი 2020 02:55
5
გეთანხმები რომ კარგი კაცია ქეცბაია და სამშობლოც ალბათ უზომოდ უყვარს, მასსა და ნაკრების ევროპაზე გასვლას შორის რა კავშირია? თუ ფეხბურთელების ანორთოსისში წაყვანას გულისხმობ, იქიდან ნაკრების ძირითადში მხოლოდ ლორია თამაშობს. არ მგონია დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ჯანო ძირითადში მოხვდეს, თუ სასწაულ ფორმაში არ იქნება. დაუშვილს არ უთამაშია, კაჭარავა ისედაც იყო ანორთოსისში, ოქრიაშვილსაც ფაქტიურად არ უთამაშია შესარჩევი. ზოგადად სამშობლოზე შეყვარებული კაცი თავის ქვეყანაში ხსნის ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს, ( და არა სხვა ქვეყანაში) ფულს თავის ქვეყანაში ხარჯავს და თავის ცოდნასაც ქვეყნისთვის იყენებს. მე ასე გამიგია, რა ვიცი
გიორგი-ს
23 იანვარი 2020 09:11
30
მადლობა რომ ზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე და ნაკრებზე ბატონო თემურ, თქვენ ჭეშმარიტი პატრიოტი ხართ!!
დადუმდა სალუქვაძე და კიდევ მისნაირი კრიტიკოსები მოკითხვა მათ გულშემატკივრებისგან!!
ჩორნა
23 იანვარი 2020 00:22
7
ქეცბაიაა ჯერ იმიტი არის მაგარი ქართველი რო ამდენი ქართველები მიყავს გუნდში გმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო
გიორგი
23 იანვარი 2020 00:57
0
თემურ მაგარი კაცი ხარ!ქოგგალე !
boris kvikvinia
22 იანვარი 2020 23:59
0
თემურ ქეცბაიას ფახბურთის მოყვარულებმა ძეგლი უნდა დაუდგან. მასეთი პატრიოტი არც ნაკრებში თამაშის დროს ყოფილა და არც მწვრთნელობის დროს.
irakli
23 იანვარი 2020 09:47
2
ვერ დაგეთანხმები თავს არც ფეხბურთელობის დროს ზოგავდა ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და არც ახლა მწვრთნელობის დროს ზოგავს თავს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 იანვარი 2020 11:25
0
თემურ ქეცბაიას ათასი და მილიონი მადლობა! ჯანოს კი შანსი რათა "მოიხოდოს"
patrioti
23 იანვარი 2020 00:13
0
ჯერ სპარტაკიდან გამიხარდა მაგის წამოსვლა, მერე კიდევ ქეცბაიასთან მისვლა. წარმატებები!
Lasha
22 იანვარი 2020 23:47
0
თემურ მაგარი კაცი ხარ, მაგრამ ჯანო 11 წლის განმავლობაში რუსული როგორ ვერ ისწავლე?
ჯონი
23 იანვარი 2020 01:56
1
დიდება ქეცბაიას, დიდება!
aburjga
23 იანვარი 2020 09:35
1
თუ ჩემპიონი გახდება 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ალბათ))))
Tbiliseli
22 იანვარი 2020 23:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული