"სპარტაკის" მწვრთნელი: გიორგი ჯიქია გუნდის კაპიტანია და არა ჯანოსი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ რუსულ გამოცემა championat-თან ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა და გუნდის კაპიტან გიორგი ჯიქიას რეაქციასაც შეეხო ქართველის მელგარეხოსთან კონფლიქტის შესახებ.

"ჯანოსთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული იყო. ის ჩვენთან მოვიდა და დიდი სათამაშო დრო მოითხოვა, ასე გარანტიის მიცემა კი არცერთი ფეხბურთელისთვის არ შეგვიძლია. ამიტომაც გაწყვიტა ჯანომ კონტრაქტი კლუბთან.

რაც შეეხება ჯანოსა და მელგარეხოს კონფლიქტზე ჯიქიას რეაქციას, გიორგი "სპარტაკის" კაპიტანია და არა ჯანოსი. ბუნებრივია, როცა ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად თამაშობენ, ისინი მეგობრდებიან და ეს ნორმალურია. თუმცა, მთავარი პროფესიონალიზმია,
ჯიქია კი პროფესიონალია. მან იმ მომენტში პრობლემას თავი პროფესიონალურად გაართვა, მე მასთან შეკითხვები არ მქონია", - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული