თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "ანორთოსისთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, იტყობინება ფამგუსტური კლუბის საიტი.
კაჭარავამ "ანორთოსისში" ჩატარებულ 39 მატჩში (35 ჩემპიონატზე და 4 თასზე) 9 გოლი გაიტანა.
მან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:"ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ კლუბში კიდევ 2 წელი დავრჩები და გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი - საუკეთესოდ ვითამაშო.
მინდა გუნდს უახლოესი მატჩების მოგებაში დავეხმარო, რათა ჩვენს მიზანს, ჩემპიონატის მოგებას უფრო მივუახლოვდეთ".