"გენტი" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, ბელგიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა და თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნება. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერების საქმე ვერ მიდის კარგად: გიორგი ჩაკვეტაძეს და გიორგი ქვილითაიას თამაში იშვიათად უწევთ.
nieuwsblad-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა "გენტს", მეტადრე კანადელი ჯონათან დავიდი აქო, უკრაინელი რომან ბეზუსიც და ახლახან ავსტრიის "ვოლფსბერგერიდან" გადასული კოტ-დ'ივუარელი ანდერსონ ნიანგბოც. ბოლოს კი ქვეთავში ჩვენებურებიც მოიხსენია.
ფუფუნების პრობლემა
ის ფაქტი, რომ "გენკთან" უკანასკნელი გოლი ნიანგბომ გაიტანა, ასევე ადასტურებს იარემჩუკის
არყოფნისას მწვრთნელ ტორუპის ფუფუნების ირონიულ პრობლემას. ნიანგბო, ბეზუსი, ქვილითაია და ჩაკვეტაძე - ეს ტრავმირებული უკრაინელის შეცვლის ვარიანტებია.
"არაა გამორიცხული, უსიამოვნებები მქონდეს. ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი იქნებიან, ვინაიდან მათ შეიძლება სათადარიგოთა შორის ყოფნა ან თამაში არც კი მოუწიოთ. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური პრობლემაა", - ამბობს სიცილით დანიელი სპეციალისტი.
ნიანგბომ აღნიშნა, რომ ქვილითაიამ კომპენსირებულ დროში დრიბლინგის შემდეგ იდეალური პასი გაუკეთა და გოლის გატანა მშვიდად შეძლო.