ცენტრალური მცველი ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა.
გიორგაძემ "კარპატისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მისი ერთი წლით გაგრძელების ოფციით გააფორმა.
ლვოვურ გუნდში ანდრო 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
გიორგაძე სექტემბერში "ვორსკლადან" ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა, რომლის რიგებშიც ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"კარპატი" 18 ტურის შემდეგ 11 ქულით უკრაინის ჩემპიონატის აუტსაიდერია.