20 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა "გრანადა" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა.
"გრანადამ" და "იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კლუბი ფეხბურთელს მადლობას უხდის პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის და წარმატებებს უსურვებს", - წერს საიტი.
გუგეშაშვილი პოლონური "იაგელონიას" ფეხბურთელია, "გრანადაში" იჯარის წესით იმყოფებოდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.
გუგეშაშვილი გასული წლის ბოლოს "გრანადაში" გადასვლამდე გორის "დილაში" ასპარეზობდა.