ლობჟანიძე და რობინიო ერთ გუნდში?! ქართველი ახალ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
თურქული საიტი yenisafak.com-ი ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე არა "რიზესპორში", არამედ "ანკარაგიუჯიუში" გადავა.

ანკარულ კლუბს ვალების გამო ტრანსფერების აკრძალვა ელოდება და დედაქალაქელებს მოსწრება და ფეხბურთელების მალე გაფორმება სურთ. სწორედ ამ მიზნით "ანკარაგიუჯიუ" 5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს. მათ შორისაა საბა ლობჟანიძეც, რომელთანაც, გამოცემის მიხედვით, კლუბმა კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

საბას გარდა, წყაროს ცნობით, ანკარელებთან კონტრაქტს მსოფლიო ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი და შემდეგ ჩამქრალი ვარსკვლავი რობინიო გააფორმებს, რომელსაც "ისტანბულ ბასაკშეჰირში" თამაში არ უწევს. "ანკაგარიუჯიუს", შესაძლოა,
"ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი გიოკჰან ინლერიც შეუერთდეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოკლედ, ქართველი „ვარსკვლავი“, რომელიც კლუბში თურმე „ვეღარ ეტევა“ იმდენად დიადია, რომ „წინ დგამს ნაბიჯს“. რა გვეშველება.
ლობჟანიძე, დარჩი სადაც ხარ. ანკარაგიუჯუ არა ტობოლ კოსტანაი. რანდერსზე მეტი დონის არ ხარ.
რა გინდა თურქეთში? დანიაში ცხოვრება არ ჯობია აქოთებულ აზიაში ჯდომას? თუ მაინცდამაინც წასვლა გინდა რანდერსიდან, მაშინ თბილისის დინამოს დაეხმარე.
სასწაულია პირდაპირ!
29 იანვარი 2020 12:54
2
რით ვეღარ გაიგეთ რომ ჩვენს ფეხბურთელებს ერთ ადგილზე კიდიათ კარიერა,მათთვის ფეხბურთი სამუშაოა,როგორც ჩვენ გინდა სამუშაო ნაკლები ოფლისღვრით და მაღალი ხელფასით ისე მაგათ
ბათუმის ფანი
29 იანვარი 2020 12:45
2
კაია გოჯუ მიგუ მაჯუ ქართველები მაგარ კლუბებში ხვდებიან თან ვალები ქონია და ალბათ ყომარით დაფარავენ დინამო თბილისი აღარ ჯობს მაგ კლუბს ლობჟანიძე ?
zurabi
29 იანვარი 2020 12:28
3
რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს ფეხბურთელის კარიერის განვითარება და შუაგული ევროპული ჩემპიონატიდან (სადაც სისტემატურად თამაშობ), მიუხედავად იმისა, რომ არც დანიის ჩემპიონატია ევროპაში მოწინავეთა შორის და არც რანდერსი ტოპკლუბი, თურქეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდში (თუ ეს სიმართლეა და ნახევარ საათში კიდევ რამე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდა), რომ გადადიხარ ძნელად ჩაითვლება წინ გადადგმულ ნაბიჯად. გასაგებია, რომ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და მომავალზეც (ფინანსებზეც) უნდა იფიქრო, მაგრამ არ არის იმის საშუალება, რომ რაღაც ოქროს შუალედი გამოიძებნოს და ფინანსებთან ერთად სპორტული მიღწევები და პრესტიჟულ ჩემპიონატში თამაშიც მოხერხდეს? ალბათ, ევროპის ტოპჩემპიონატში თუნდაც საშუალო სიძლიერის კლუბში მოხვედრა დანიიდან უფრო ადვილია ვიდრე თურქეთის ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდიდან! საბა წარმატებები!!!
????
29 იანვარი 2020 15:07
0
თითქოს სპეციალურად გვიბანძებენ ფეხბურთელებს რომ გაზაფხულზე ჩავისვაროთ,ერთი ეს ბიჭი თამაშობდა რეგულარულად და ამასაც ჩაალპობენ ახლა
ბათუმის ფანი
29 იანვარი 2020 13:45
5
ვალების მქონე გუნდში გადასვლას, რამდენად აქვს აზრი??????
gurulo
29 იანვარი 2020 12:07
1
თან აუტსაიდერ გუნდში.
gio
29 იანვარი 2020 12:29
0
კომენტარებს ნუ შლით სირცხვილიაა
Gim
29 იანვარი 2020 13:30
0
რატომ არის სირცხვილი? ამ საიტზე ცენზურაა: რასაც ჩათვლიან საჭიროდ, გამოაქვეყნებენ, რასაც არა -- დაბლოკავენ. რა არის აქ გაუგებარი?!
N
30 იანვარი 2020 12:07
1
ვფიქრობდი დამეწერა თუ რა გუნდს რომელსაც ვალების გამო ტრანსფერს რომ აუკრძალავენ იქ რატომ უნდა გინდოდეს გადასვლა თქვა და შემეშინდა მარტივი რაღაც ხო არ მეშლება თქო :D 2 უკიდურესობაა პირველიი ფანტაზია ჟურნალისტების და მეორე ამაზე მეამიტი რაღა გინდა ვალებიან ბოლო ადგილოსდან კლუბში გადასვლა მემის იმ კლუბის აღზრდილი რო იყო და გაჭირვებისას უანგაროდ დაეხმარო მარა რომელი ანკარაგიუჯუა მეორე სახლი საბ? :D
ნოდო
29 იანვარი 2020 15:50
0
თურქულ კლუბებს გალათასარაის.ფენერბაჰჩეს და ბეშიქთაშს ასეულობით მილიონი დოლარის ვალი აქვთ დაგროვილი.ეს გამოიწვია იმან რომ ყიდულობდნენ ძვირიან ბებერ ფეხურთელებს რომელიც ამ კლუბებში ამთავრებდნენ კარიერას და ვეღარ ყიდიდენ ვერსად ან ძალიან მინიმალურ ფასად ყიდიდნენ.
კეკე
29 იანვარი 2020 17:07
0
რაის ანკარაგიუჯუ? გადირიე ??!! ეს რა სამარცხვინო ვითარებაა??!!!
aburjga
29 იანვარი 2020 15:05
3
რატომ წერთ თურქეთში თამაში ცუდიაო, აი გადავიდა შენგელია და სულ ყურადღების ცენტრშია, მსფოლიო კლუბები აკვირდებიან. მარა ყირგიზეთი მაინც ჯობია, იქ ხიზილალა უფრო იაფია
გადასარევი გიორგი
29 იანვარი 2020 14:11
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული