"ანორთოსისმა" კვიპროსის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ოლიმპიაკოსი" 3:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.
"ჩვენი მიზანი ჩემპიონატის და თასის მოგებაა. ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ და მატჩის ბედი გადავწყვიტეთ. ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ. მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და ვაჩვენეთ, რომ შემადგენლობის სიღრმე გაგვაჩნია. ახლა ორი დღე დასვენება გვაქვს.
დღეს ცვლილებები განვახორციელე, ზოგიერთი ფეხბურთელი და მათ შორის, მეკარე ლორია დავასვენე. ოქრიაშვილი ვერ
დაგვეხმარა. ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება. ორი თვეა არ უთამაშია და გვინდა, მალე ჩადგეს მწყობრში".
დღეს ცვლილებები განვახორციელე, ზოგიერთი ფეხბურთელი და მათ შორის, მეკარე ლორია დავასვენე. ოქრიაშვილი ვერ
რატომ მერე? ევარჯიშა და იქნებოდა. თუ მხოლოდ ბლინების ჭამით ერთობოდა, ეგეც არ იცის ნორმალურად თვარა კი.........