როგორც დაანონსებული იყო, უგუნდოდ მყოფმა შემტევმა გიორგი ჭანტურიამ "საბურთალოსთან" 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ეს ინფორმაცია ეროვნული ლიგის საიტმაც დაადასტურა.
ჭანტურია "საბურთალოს" აღზრდილია და "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა, იცავდა "ვიტესის", "ალანიას", "კლუჟის", "ვერონას", "დუისბურგის" და "ურალის" ღირსებას.
გიორგი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა, ეროვნულ გუნდში კი 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.