31 იანვარს 26 წლის გიორგი ჭანტურია თბილისის "საბურთალოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
კონტრაქტზე ხელის მოწერა და ოფიციალური წარდგენა "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 17:30 საათზე გაიმართება
გიორგი ჭანტურია "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ "ბარსელონას" აკადემიაში გამოდიოდა. ჭანტურიას მორიგი გაჩერება უკვე არნემის "ვიტესი" გახდა. შემდეგ იყო იჯარა ვლადიკავკაზის "ალანიაში", ტრანსფერი "კლუჟში". "კლუჟის" შემდეგ ჭანტურია გერმანულ "დუისბურგში" ჩაირიცხა, 2016 ივლისში კი "ურალში" გადავიდა. 2019 წლის 18 იანვრის შემდეგ გიორგი ჭანტურია უკლუბოდ იყო.
transfermarkt-ის ცნობით, გიორგი ჭანტურიამ კარიერის განმავლობაში 156
შეხვედრა ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.