"ანკარაგიუჯიუში" საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა
ანკარულ გუნდს ერთწლიანი სატრანსფერო ბანი მოუხსნეს, ერთბაშად 15 ფეხბურთელი დაიმატა და მე-20 ტურში "ქასიმფაშასთან" საშინაო მატჩში აბსოლუტურად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და 78-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრა 1:1 დასრულდა. "ანკარაგიუჯიუ" 14 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 7 თებერვალს გასვლაზე "მალათიასპორს" დაუპირისპირდება.
ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" ორიოდე დღის წინ "რანდერსისგან" 400 ათას ევროდ შეიძინა.
ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა "ანკარაგიუჯიუმ" ლობჟანიძის ტრანსფერში
საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" კიდევ 10 ახალ ფეხბურთელთან ერთად წარადგინა
ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო - საბა ლობჟანიძე "რანდერსს" დაემშვიდობა
"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა