საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" კიდევ 10 ახალ ფეხბურთელთან ერთად წარადგინა

AutoSharing Option
"რანდერსიდან" გადასული ქართველი შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" წარადგინა.

საბას პრეზენტაცია გუნდის კიდევ 10 ახალწვეულთან ერთად მოუწყვეს. მათ შორის არიან:

მეკარე: რიკარდო ფრიდრიხი (ბოდო გლიმტი, ბრაზილია)
ნახევარმცველები: ჟერსონ როდრიგესი (კიევის დინამო, ლუქსემბურგი), კონრად მიჩალაკი (ახმატი, პოლონეთი), დანიელ ლუკაშიკი (სანდჰაუზენი, პოლონეთი), მილოშ სტანოიევიჩი (სარაევო, სერბეთი)
თავდამსხმელები: ჟელმირ რივასი (ბოსტონ რივერი, ვენესუელა), ნდუკა ოზოკვო (ვილი, ნიგერია)

19 ტურის შემდეგ ანკარული გუნდი თურქეთის ჩემპიონატზე 13 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ფაქტიურად გუნდი სრულად გადაახალისა და ახალწვეულებით შეეცდება სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

2 თებერვალს, "ანკარაგიუჯიუ" "კასიმპაშას" უმასპინძლებს და
ალბათ, 26 წლის ლობჟანიძის დებიუტიც შედგება.

Sportall.Ge

altყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო - საბა ლობჟანიძე "რანდერსს" დაემშვიდობა

alt"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა

 

altცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა "ანკარაგიუჯიუმ" ლობჟანიძის ტრანსფერში

მკითხველის კომენტარები / 6 /
მერე ლუქსემბურგის ჩემპიონატიდან, რო იყიდი ფეხბურთელს რისი იმედი უნდა გქონდეს
irakli
00:17 01-02-2020
1
ალბათ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ამ ადამიანის ტვინში რა მოხდა...
დ.გ
22:42 31-01-2020
4

სიახლეები პოპულარული