"შახტარმა" ხოჭოლავასთან ერთად გაიმარჯვა, მის გარეშე - ვერა

AutoSharing Option
შეკრებაზე მყოფმა "შახტარმა" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - ჩრდილოეთ მაკედონიის "მაკედონია GjP"-ს 2:0 სძლია, ხოლო დანიის "სენერიუსკს" დაუზავდა - 2:2.

პირველ შეხვედრაში მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა (დანიელებთან დაასვენეს) და კლუბის საიტთან კომენტარიც გააკეთა:

"ფიზიკური კონდიციების მხრივ, მთელი გუნდი ძალიან კარგადაა მზად. ტაქტიკაზეც ვმუშაობთ, ვარჩევთ. გუშინ რგოლების მიხედვით გვაძლევდნენ დავალებას. მეორე შეკრებაზე მეტი ყურადღება ტაქტიკას დაეთმობა, ფიზიკურად კი 100%-ით ვართ მზად.

აქცენტის მარჯვენა ფლანგზე გადატანა არ დაუვალებიათ, უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ თამაშისას უფრო აქტიური იყო. მთავარია შედეგი - 2:0 მოვიგეთ".

"შახტარი" შეკრებაზე კიდევ 3 სპარინგს გამართავს, 20 თებერვალს კი ევროპა ლიგაზე "ბენფიკას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული