ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ანკარაგიუჯიუმ" სტუმრად იმარჯვა

AutoSharing Option
7 თებერვალს, თურქეთის სუპერლიგის მე-21 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" გასვლაზე 1:0 მოუგო "მალათიასპორს".

ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ჩვეულად აქტიური იყო და 82-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

მსაჯმა 49-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველი აკბაში პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, 66-ე წუთზე კი ანკარელთა იამაიკელმა თავდამსხმელმა დევერ ორგილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, 17 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ "მალათიასპორმა" 29 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
"აღსანიშნავია, რომ "მალათიასპორმა" 29 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა."..ვინ მოიგო ბოლო-ბოლო.. :)
საბა
08 თებერვალი 2020 10:06
0
ფენერბახჩეს გაუტანს ეს გუნდი არ გავარდება
irakli
08 თებერვალი 2020 05:35
0

სიახლეები პოპულარული