საბა ლობჟანიძე: არველაძეების მსგავსად, თურქეთში სახელის დატოვება მინდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა, თურქული "ანკარაგიუჯიუს" ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ გუნდის ვარჯიშის პარალელურად, ადგილობრივ klasspor-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ანკარაგიუჯიუში" იმიტომ გადმოვედი, რომ ძალიან კარგი, დიდი კლუბია. ამასთანავე, თავად ქალაქი ანკარა ძალიან მომწონს და აქ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო ვარ. გარდა ამისა, კლუბს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს და არ შემიძლია ამის არგამოყოფა.

ძალიან გაბრაზებული ვიყავი ორი ძელის გამო. გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება მსურდა. თუმცა ეს ფეხბურთია, რომელიც ცხოვრებას ჰგავს და ზოგჯერ არ გვიმართლებს. მაგრამ, რაც მთავარია, შრომა უნდა განვაგრძოთ და ყველაფერი კარგად
იქნება.

მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების და თუ ფეხბურთელები, პერსონალი და გულშემატკივრები ერთად ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, რომ სუპერლიგაში დარჩენას მოვახერხებთ.

შოთა და არჩილ არველაძეები ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მათ თურქეთში დიდი სახელი ჰქონდათ. მეც ამ ტრადიციის გაგრძელება მინდა", - განაცხადა საბამ.

"ანკარაგიუჯიუ" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 7 თებერვალს, "იენი მალატიასპორთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები საბა, ყველა ქართველს გისურვებთ წარმატებებს გულწრფელად, რომელ გუნდშიც არ უნდა იყოთ მაგრამ ერთს შემოგბედავ არველაძეებსსაქართველოში უფრო დიდი სახელი აქვთ ჯერ მერე ევროპაში, და ახლაც მაგრები არიან მწვრთნელი როგორია და თან ისევ სამშობლოდან შორს, გისურვებ მეტი გაგეკეთებინოს!!
ზაალი
08:12 08-02-2020
0
მესმის, როცა დანიიდან თურქეთში გიწევს გადასვლა, ისიც ანკარაგიუჯუში არ გამოიყურება სახარბიელო ვარიანტად, თუმცა რანდერსის მწვრთნელს გაუხარდა საბას ,,მოშორება,, თან ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ ცვლილებების დროა, თუნდაც უარეს გუნდში!!! შრომისმოყვარე ბიჭი ჩანს ჩვენი საბა, შოთა და აჩი კი არა უფლება აქვს მარადონობაზეც იოცნებოს და თუ ეს ძალიან უნდა მიაღწევს აუცილებლად!!! წარმატებები საბას
ბათუმი
07:33 07-02-2020
1

სიახლეები პოპულარული