მერებაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვისლამ" მოგებული თამაში წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასის 21-ე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა "პოგონთან".

ანგარიში მერებაშვილმა მე-9 წუთზე გახსნა - მან მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

შემდეგ რჟეჟნიჩაკმა გიორგის პასით მეორედ დაამწუხრა მეტოქე, თუმცა შეხვედრის ბოლო 13 წუთში სტუმრებმა 3 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ვისლა" 30 ქულით მე-8 ადგილზეა და 15 თებერვალს ლოძში ლკს-ს შეხვდება.

პლოცკი. "კაზიმეჟ გურსკი". 4 231 მაყურებელი
ვისლა - პოგონი 2:3
გოლები: 1:0 მერებაშვილი (9), 2:0 რჟეჟნიჩაკი (72), 2:1 სპირიდონოვიჩი (77, პენ), 2:2 ლისტკოვსკი (80), 2:3 გიბიცკი
(83)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადაამოწმეთ ხოლმე
არც გოლი ჩაეთვალა
არც ასისტი
niko
22:40 09-02-2020
1
მერაბიშვილმა როგორ გაიტანა? ყველგან ავტოგოლი წერია. თან ვიდეოც გიდევთ და ავტოგოლია
გოგა
20:32 09-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული