გიორგი ჯიქია: ჯანოს "სპარტაკიდან" წასვლა ძალიან მტკივნეული იყო

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა sports-თან საუბრისას ყოფილი თანაგუნდელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

"ჯანოს გუნდიდან წასვლა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. რთულია, როცა შენი მეგობარი ტოვებს კლუბს. ოდესღაც ის ჩემი მასწავლებელი იყო "სპარტაკში", ჩემი გამცილებელი. ახლა კი ჯანო იმ იშვიათ ადამიანებს შორისაა, რომლებსაც ნამდვილად მეგობრებად ვთვლი. იმედი მაქვს, ჩვენი ასეთი ურთიერთობა შენარჩუნდება.

როცა ტედესკოს კომენტარი წავიკითხე, რომ ჯიქია "სპარტაკის" კაპიტანია და არა ჯანოსიო, ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ სულ სხვა რამეს გულისხმობდა, რომ კლუბი პირად ურთიერთობებზე
მნიშვნელოვანია. როგორც ფეხბურთელმა, ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ასეთია ცხოვრება. სამუდამოდ "სპარტაკში" არავინ დარჩება.

მელგარეხოსა და ჯანოს კონფლიქტის დროს ჩემთვის ობიექტურობის შენარჩუნება პრობლემა არ ყოფილა. ანანიძე ყველაფერს მიხვდა, კითხვებიც მალევე დასრულდა. ჯანო პროფესიონალია, მას საკუთარი აზრის გადმოსაცემად ჩვენი მეგობრობის გამოყენება არ უცდია.

ჩვენ ყოველდღე ვეკონტაქტებით ერთმანეთს. მისთვის კვიპროსში კარგი სიტუაციაა. მწვრთნელი ჯანოს შესანიშნავად იცნობს და ისიც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად წავიდა "ანორთოსისში", რათა ფორმა აკრიფოს და საკუთარ ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლაში დაეხმაროს", - განაცხადა ჯიქიამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამან რა ქნა, ითამაშა მსოფლიოზე?:))))))))
ძუკუ
11 თებერვალი 2020 09:50
0
აბა ამერიკის ან თურქეთის ნაკრებში თამაშობდეს . ვინც ეხლა ლანძღავთ ხმას არ ამოიღებდით საერთოდ
გრიგოლ1408
11 თებერვალი 2020 02:44
10
ნუ დემაგოგობ რუსუფილო,ამერიკასთან კონტექსტში თურქეთის ხსენებით!!! და რომც თამაშობდეს ამერიკის ნაკრებში რა მერე?! რა სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა,სოჭი წაიღო,აფხაზეთი თუ სამაჩაბლო?თუ ავტოკეფალია გაგვიუქმა და წირვა-ლოცვა აგვიკრძალა მშობლიურ ენაზე?თუ ელიტა გადაგვისახლა ან/და დაგვიხვრიტა?თუ სისხლში ჩაახშო 9 აპრილი?თუ 2008-ში გორსა და სხვა ქართულ სოფელ ქალაქებს გვიბომბავდა?ნამუსი რომ გქონდეს ხმას საერთოდ არ უნდა იღებდე,მაგრამ მანქურთები ხართ შენ და ძმანნი შენი!!!
გრიგოლ1408-ს
11 თებერვალი 2020 12:24
0
ვის რაში აინტერესებს ამ ღამურამ რა თქვა? ესეთი დჯიქიები მისნაირ გადაჯიშებულ ღრუზინებს თუ აინტერესებთ. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, იმედია ეს ნედატაზუმენიე გუნდი მსოფლიოზე აღარ ითამაშებს და თამაშებს და ჩემპიონატების ჩატარების უფლებას ვეღარ იყიდის.
არტ
10 თებერვალი 2020 20:44
6
ჯიქი, ჯიგარი ხარ!
აიგია
10 თებერვალი 2020 18:05
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული