გიორგი არაბიძის ამბები - გამოჯანმრთელება, თურქეთი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება

AutoSharing Option
თურქული "ადანასპორის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი არაბიძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის მაქსიმუმ მარტის ბოლოსთვის უკვე გუნდთან ერთად იქნება.

გიორგიმ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კოჭის ოპერაცია გაიკეთა და ახლა აღდგენით პერიოდს გადის.

Sportall.ge არაბიძეს დაუკავშირდა და ტრავმაზე, მის მომავალსა და გეგმებზე ესაუბრა.

"ყველაფერი კარგად მიდის და წესით, მაქსიმუმ, მარტის ბოლოსკენ უკვე გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარია, ფეხზე მალე დავდგე და რაც შეიძლება მალე დავიწყო ვარჯიში.

"ადანასპორთან" საიჯარო ხელშეკრულება მაისამდე მაკავშირებს და სამომავლო გეგმებზე ჯერ საუბარი ნ
ამდვილად ადრეა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებ.

რას ვიზამ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება რომ შემომთავაზონ? არ ვიცი, გააჩნია შემოთავაზებას და იმ სიტუაციასაც, რა იქნება ზაფხულში.

თუ საქართველოში დავბრუნდები, ეს მხოლოდ 6-თვიანი ან 1-წლიანი იჯარა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ მინდა ცუდად გამომივიდეს და არაფერი პირადი მე ამ ბიჭთან არ მაქვს,მაგრამ მისი საუბრიდან და ინტერვიუებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ იმაზე მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ვიდრე საჭიროა სადაც იყოო ვერც ერთ კლუბში ვერაფერი გააკეთა რეალურად და არც ერთი კლუბი არ ყოფილა განსაკუთრებულად მაღალი დონის და ასეთი აზროვნებით და ხასიათით დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან.
გიორგი
13:50 12-02-2020
2
საერთოდ სიტყვა "ნიჭიერი" მგონი სჯობს საერთოდ ამოვიღოთ მოხმარებიდან როდესაც საუბარი ფეხბურთს შეეხება. ნიჭიერი უფრო მუსიკოსს, მათემატიკოსს, არქიტექტორს და ან და მრავალ "ან კიდევ" პროფესიას მოუხდება, მაგრამ ფეხბურთი ეს სპორტია და პირველ რიგში ვარჯიში, ანუ შრომაა საჭირო, და უბრალოდ შრომა კი არა, თავდაუზოგავი ძალისხმევა და პლიუს ამას ყაზარმულ რეჟიმში ცხოვრება. ვისაც ეს გათვითცნობიერებული არა აქვს, მაშინ სჯობს სხვაგან სცადოს ბედი, მაგრამ მაგასაც არავინ იზამს, რადგან ფეხბურთიც უკვე ყოველდღიური საარსებო პურის ჭამის წყარო გახდა, ერთი ჩვეულებრივი სამსახური სადაც მაყუთი იშოვება.
ირაკლი
15:45 12-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული