საბა ლობჟანიძემ "ფენერბახჩეს" გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა,
"ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც ყველაზე სასიხარულოა ძირითადის ფეხბურთელია თავის კლუბში და ბევრი გოლებს და საგოლე გადაცემებსს ვუსურვებ საბას კიდევ ბევრი თამაშებია დარჩენილი და წარმატებები.!! ასევე სასიხარულოა რომ შენგელიაც ათამაშდა უკვე და ისიც ძირითადის ფეხბურთელია თავის კლუბში ამ ეტაპზე თურქული ტრანსფერები ამართებს და უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ბიჭებს.
გიორგი
23:33 15-02-2020
0
წინა კვირას ვთქვი ფენერს გაუტანს მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი წარმატებები
irakli
23:07 15-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული