გასული შაბათ-კვირა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული "ვიქენდი" იყო ქართული ლეგიონისთვის, რადგან თავი საკმაოდ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. სამწუხაროდ, ამას მიჩვეულები ნამდვილად არ ვართ.
ავსტრია (ბუნდესლიგა) - ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" შინ 1:2 დამარცხდა "მატერსბურგთან". ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ იყო.
აზერბაიჯანი (პრემიერლიგა) - "გაბალა" "საბაილს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. მერაბ გიგაურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
"ზირა" "ყარაბაღს" ესტუმრა და 0:6 განადგურდა. ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ბელგია (უმაღლესი ლიგა) - ქართველების "გენტმა" გასვლით შეხვედრაში "ეუპენი" 3:2 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და
68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა. მატჩის 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე პასით გამოირჩა.
ლუკა ზარანდია სათადარიგო იყო "ვარეგემის" შემადგენლობაში. მისი გუნდი შინ "მუსკრონთან" 1:2 დამარცხდა.
ბელგია (მეორე ლიგა) - გიორგი ბერიძის "ლოკერენი" 0:2 დამარცხდა "ვირტონთან". ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო.
ბელგია (მეორე ლიგა) - გიორგი ბერიძის "ლოკერენი" 0:2 დამარცხდა "ვირტონთან". ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო.
ბექა ვაჩიბერაძე სათადარიგო იყო "ლომელის" შემადგენლობაში, რომელიც შინ 0:1 დამარცხდა "ვესტერლოსთან".
დანია (სუპერლიგა) - "ესბიერგმა" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო, მათ შინ "კოპენჰაგენი" დაამარცხეს 1:0. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ლაშა პარუნაშვილმა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ესპანეთი (სეგუნდა დივიზიონი) - ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. "რასინგი" შინ "ხიხონთან" 0:2 დამარცხდა.
თურქეთი (სუპერლიგა) - დიდებული მატჩი გამოუვიდა საბა ლობჟანიძეს "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ. ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებით აქტიური პირველი ტაიმის დროს იყო, როცა ორი რეალური მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს და სამწუხაროდ, მათ გოლით ვერ დაასრულეს, თუმცა ყველაფერი ბოლოს საბას გოლით დაგვირგვინდა. "ანკარაგუჯუმ" ეს შეხვედრა 2:1 მოიგო. საბა ლობჟანიძე 73-ე წუთზე შეცვალეს.
გუნდისგან განსხვავებით, კარგი შეხვედრა გამოუვიდა ლევან შენგელიას, რომელმაც საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი "ქონიასპორისა" და "გიოზთეფეს" შორის გამართულ შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი 1:3 დამარცხდა.
პორტუგალია (უმაღლესი ლიგა) - გიორგი მაკარიძის "სეტუბალი" შინ "ჟილ ვისენტესთან" 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.
პორტუგალია. (მეორე ლიგა) - ავთო ებრალიძის "ლეიშოიში" სტუმრად "ფეირენშესთან" დამარცხდა - 0:1. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთი (ექსტრაკლასა) - "ლეგია" "რაკოვს" ესტუმრა და ფრედ, 2:2 ეთამაშა. ვაკო გვილია მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ლოძს" სტუმრად დაუზავდა - 0:0. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.
უნგრეთი (ოტპ ლიგა) - ბუდუ ზივზივაძემ რიგით მე-7 გოლი გაიტანა უნგრეთის პირველობაზე, მისმა გუნდმა "მეზოკოვეშდმა" სტუმრად 3:1 მოუგო "დებრეცენს" და ბუდუმ შეხვედრის მეორე გოლი შეაგდო.
ჰოლანდია (ერედივიზია) - გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ძირითად შემადგენლობაში იყო. მისმა გუნდმა 2:0 დაამარცხა "ალკმაარი". ქართველმა ფეხბურთელმა 25-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო გაიტანა.
ჩეხეთი (პირველი ლიგა) - ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" სტუმრად "კარვინასთან" დამარცხდა 0:2. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთი - ქართველების "რუბინმა" ამხანაგურ მატჩში ბელარუსის "სლავია" 5:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საჯარიმო გოლით გამოიჩინა, ზურიკო დავითაშვილმა კი შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა.
საბერძნეთი (სუპერლიგა) - ბაჩანა არაბულის "პანიონისი" "ოლიმპიაკოსთან" განადგურდა - 0:4. არაბულმა 90 წუთი ითამაშა.
კვიპროსი (I დივიზიონი) - თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "ნეა სალამინას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ხუთიდან ოთხი ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო - გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავა ქეცბაიამ შესვენებაზე შეცვალა. 77-ე წუთზე თამაშში ჯანო ანანიძეც ჩაერთო. "ანორთოსისი" უშუალო კონკურენტს უკვე 4 ქულით უსწრებს.