16 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ანორთოსისმა" "სალამინას" 3:2 სძლია.
"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 4 ქართველი დააყენა ძირითად შემადგენლობაში: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ტრავმამორჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალა. ჯანო ანანიძე კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ანორთოსისი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ 81-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა დურიშმა გაიტანა გოლი. დარჩენილ დროში ლორიამ თავისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა და ფამაგუსტელებმა გაიმარჯვეს.
"ანორთოსისი" 43 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 5 ქულით უსწრებს და 22 თებერვალს "ეთნიკოსს" შეხვდება.
ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ კარგი თამაში იყო, მოგება დაიმსახურეს, თუმცა დაცვამ კვლავ უპატიებელი შეცდომები დაუშვა, ეს გამოსასწორებელია, სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცეს და უნდათ ბოლომდე პირველ ადგილზე დარჩნენ.