ქეცბაია: ზოგიერთ ფეხბურთელს შანსი მივეცით - მათგან მეტს ველოდით

AutoSharing Option
კვიპროსის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ანორთოსისი" "სალამინასთან" აგებდა, მაგრამ ბოლოს რაიომ პენალტით გოლი გაიტანა და ფრეს მიაღწია - 1:1. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"ჩვენ ცვლილებები განვახორციელეთ. ზოგიერთ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივეცით, რათა დაგვენახა, შეუძლიათ თუ არა გუნდის დახმარება. მათგან მეტს ველოდით. ზოგიერთის თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ზოგიერთის კი - არა. დაკონკრეტებას აზრი არა აქვს.

ერთი ფეხბურთელის არყოფნა პრობლემა არაა, ჩვენ ღრმა რეზერვი გვყავს და ყველას გვინდა შანსი მივცეთ. მაინტერესებს, პლეი-ოფში როგორ დაგვეხმარებიან. ტრაგედია არ მომხდარა.
"სალამინა" კარგი გუნდია და როგორც ხედავთ, ადვილი თამაშები არა გვაქვს. ვისაც დღეს არ უთამაშია, შეიძლება შემდეგ კვირაში ვათამაშო.

საპასუხო მატჩი უნდა მოვიგოთ. ჩემპიონატზე პირველ ადგილზე ვართ და უნდა გავიმარჯვოთ".

"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ. ჯანო ანანიძე ქეცბაიამ პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 66-ე წუთზე შეცვალა. თორნიკე ოქრიაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო ბუბა დაუშვილი დისკვალიფიცირებული იყო.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 26 თებერვალს გაიმართება. მასში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს კაჭარავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია რო ძირითადში მოხვდა ჯანო პირველ რიგში უნდა მიეჩვიოს გარემოს მაინც ახალი გუნდია ახალი ჩემპიონატი 10 წელი რუსეთში იყო და თავიდან ცოტა რთულია ახალ ტემპში შესვლა მაგრამ დარწმუნებული ვარ საჩემპიონო პლეიოფებიდან ჯანო შევა ფორმაში და შედეგებიც ექნება წარმატებების მას და ყლელა ქართველს ანორთოსისში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული