ნეიმართან ვარჯიში, "პსჟ" და "იუვენტუსი" - ამის მიუხედავად ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკშია"...

AutoSharing Option
2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე
იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.


2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...


უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე  შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.


ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.


ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

მკითხველის კომენტარები / 33 /
მე გეტყვი ადმინ რა ხდება სწორედ ეს ამისულაშვილი იაშვილი და ეგენი რო ახსენე კონკრეტულად ამათზე ხელის დადება არ შეიძლება მაგრამ ვიღაც ქართველი მოღალატე ქართული ფეხბურთის მტერი არსებობს რომელსაც კავშირები აქვს რუსულ ფეხბურთის ფედერაციასთან და სანაცვლოდ დიდ თანხებსაც გამორჩება ხოლმე, სწორედ მათი მიზანია რომ მოღალატეობრივი აგენტურით გააბრიყვონ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები პირდებიან ხელფასს კარგ გარემოს რუს გოგოებს და ესენიც უარს ვეღარ ეუბნებიან, ეჭვი მაქვს ჩაკვეტაძემ ამ ყველაფერზე უარი კატეგორიულად თქვა თორე რომელ რუსულ კლუბს არ უნდოდა და უნდა დღემდე მისი შეძენა, კვირკველია ანანიძე ჭანტურია ოქრიაშვილი არაბიძე თარგამაძე და კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწორედ ამ მოღალატე ჯაშუშმა აგენტებმა და სკაუტებმა გაწირეს რომლებიც სამწუხაროდ ქართველები არიან, ეს სიტყვები დღეს სასაცილოდ შეიძლება გეჩვენოთ მაგრამ დიდი იმედი მაქვს ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეთა სახელები უფრო მეტად გამოვა სააშკარაოზე, თქვენ რა გგონიათ ისინი აქტიური სპორტიდან რომ მიდიან ფულს სხვანაირად როგორ შოულობენ სწორედ ეგ რჩება მათ მთავარ შემოსავლის წყაროდ, მოღალატე და მტერი დამსმენი ყოველთვის ყავდა ქართველ ერს და ალბათ ყოველთვის ეყოლება მაგრამ სამწუხაროა რომ ასეთები სწორედ ჩვენი თანამემამულეები აღმოჩნებიან ხოლმე
გოგა
22 თებერვალი 2020 11:18
12
მოკლედ ჩვენი თავის გარდა ყველას და ყველაფერს შეგვიძლია ქართველებმა დავაბრალოთ, რუსეთის ჩემპიონატის დონე ევროპაში ტოპ 5 ის მერე ყველაზე მაღალია, შესაბამისად ვერ აკმაყოფილებენ ქართველი ფეხბურთელები მაგ დონეს უკვე, ვაბრალოთ და ვიყოთ ეხლა ყველაფერი პუტინის აგენტებს. ოქრიაშვილი არ იყო ბელგიიდან რო გამოიქცა და ყველა ღამის კლუბში გაპობილ მთვრალს ან დაექსტაზებულს ხედავდნენ? თუ თარგამაძემ და ჭანტურიამ დაიკლეს რამე?
ემრე
22 თებერვალი 2020 12:08
7
კაი თუ ძმა ხარ მტერს და მოღალატეებს რა გამოულევს საქართველოს, მარა მე მაინც სიზარმაცეს და არასწორ აღზრდას ვაბრალი ყვალაფერს, ოფლის მოდენის გარეშე უნდათ ამ ბავშვებს(დიდებსაც) კაი ცხოვრება და ამის ბრალია ყველაფერი.
Kkk
22 თებერვალი 2020 11:57
0
ყველა გამოხმაურება
ამ ბიჭზე რამდენი სტატიაც დაიწერა , ყველა წავიკითხე, მაგრამ არსად არ ესეწერა რანაირად მოახერხა ამ პატარა ბავშვმა დამოუკიდებლად პსჟ-ს სკოლაში მისვლა და დამკვიდრება./ იცით საერთოდ რამდენი ბიუროკრატიული პრობლემა არსებობს? კერძოდ საქართველოს მოქალაქეებზე? უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გავლენიანი ოჯახი ეყოლება ან გავლენიანი სანათესაო და აი ამიტომ მოხვდა იქ, მაგრამ სამწუხაროდ ნიჭი აღარ ეყო ! და კიდევ რუსეთსისკენ თითის გაშვერისთვის მიზეზები არ გვაკლია, მაგრამ ის რომ ზიან და ჩვენ ნიჭიერ ბავშვს კარიერას უნგრევენ და ამით არიან დაინტერესებულები , აი ეს უკვე სასაცილოა, არ უნდა მოწიო ამდენი (ბიოი კლაავს)! ამ ბიჭს თუ სიზარმაცე და თავში ავარდნა არ აწუხებს , მაშინ ყველაფერი მის ხელშია, შეუძლია მიახწიოს ყველაფერს! რამდენი ბავშვია მოსკოვში რომელსაც სპარტაკის დუბლებში, რო არც კი მიასუნინებენ!!! თუ მოინდომებს ევროპაშიც წავა , სამუდამო კონტრაკტით კი არაა მანდ.
Vasili
22 თებერვალი 2020 12:29
6
ტიპიური ქართული პიჟონიზმი ამისგან ისე გამოვა ფეხბურთელი როგორც არაბიძისგან. რონალდოს ნაირი ტატუები არ დაავიცყდეს გაიკეთოს
aleko
22 თებერვალი 2020 10:56
4
სპარტაკის მთავარ გუნდში მაინც იყოს კიდე არა უშავდა, ტფუ.
Kkk
22 თებერვალი 2020 10:32
4
რა სპარტაკის მთავარ გუნდში? თქვენ რუსეთის ჩემპიონატი 90 იანების დონე ხო არ გგონიათ? სპარტაკის დუბლებში აქვს ერთი თამაში ნათამაშები და ისიც ამხანაგური მგონი კაით რა მართლა
ემრე
22 თებერვალი 2020 12:10
3
90-იანი წლების სპარტაგი ლიგის ჯგუფში თამაშს არ აგებდა, შოთას აიაქსს ამსტერდამში 3-1 მოუგო უშანსოდ და ახლანდელი სპარტაკი რაა, ჯოგია სუფთა.
ემრე-ს
23 თებერვალი 2020 14:36
0
რუსეთი რომ არ არსებობდეს, ვიღას დააბრალებდით ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობას, ყაზახებს?)))
Gio
22 თებერვალი 2020 13:46
11
ზურა -თურქეთი რ ა შუაშია აქ ?! თუ .... თურქეთმა რომ 3 საუკუნის უკან ტაო-ლაზეთი წაგვართვა, ახლა ურუთსაც უნდა მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ?! ანუ რუსეთს მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და თურქეთს ვებრძოლოთ ტაოსა და ლაზეთისათვის?! თუ ...როგორ? ...ელემენტარული ლოგიკა ა რ გაგაჩნიათ (!)- რ ა გინდათ რომ თქვათ, რა... -21-ე საუკუნეეა, გ ა ი გ ე თ , გადით გარეთ და ტვინი გაანძრიეთ, წაიკითხეთ და ცოდნა მიიღეთ, სამხედრო სწავლებაც გაიარეთ ...ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებულ ტერ-ლ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რ უ ს ე თ ი ...და თუ თურქეთი-რუსეთივით ,,აღიარებს,, საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ-ული მთლიანობის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს...მტრობა და უკომპრომისობა მის მიმართაც იქნება, თან მძაფრი და ო რ ი ვ ე ს რომ გავუმკლავდეთ , ამისათვის პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და წარმატებული აშშ- და დასავლეთის ( მსოფლიო ეკო-ური წილი -25 %-ტი!) მხარდაჭერა გვჭირდება ,თავისი თანამედროვე თავდაცვა - უშიშროება- ეკონომიკა- ფინანსებით, მისთვის დასავლური მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პოლიტიკური სისტემა - არჩევითი- დემოკრატიულ-სამართლებრივი და არა რუსულ-აზიური- ავტორიტარულ-კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემა და მით შეუქცევადი რეგრესირების პროცესი ...რისთვისაც კრემლმა 2012 წელს მოიყვანა ეს ფულის დაფეთებული-უღირსი ივანაშვილები- საქრთველოს ხელისუფლებაში ...და ვართ არსებულ უპერსპექტივო დღეში...მაგრამ ასე დიდხანს ვ ე რ გაგრძელდება, ამ რუსულ ჭაობში ქართველობა დიდხანს ვ ე რ გაძლებს!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 23:30
3
არსად დაგეკარგოთ ურუსეთი, არსათ...თავისი ავადმყოფი დღესაც შუა საუკუნეების მენტალიტეტით,თავისი ,,ეკონომიკით,, ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით (ადგილი-83-ე),თავისი ,,განათლების ხარისხით,, ... ,,ფეხბურთის დონით,, ... სრულად ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი - გოგას მოსაზრებას და ეს-ასე არსებობს 90-ანი წლებიდანვე. აბა რაა, ლუბიანკაზე არ სხედან კრემლის გენერლები და არ მუშაობენ ქართული სახელმწიფოს დაუსუსურება, დაკნინება, გაღატაკება, დაშლისათვის... თუნდაც სპორტის დაკნინებისათვის რომ ურუსეთი უკეთესი მოგვეჩვენოს ყველაფერში და წამოგვაძახონ- ჩვენს გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ-ო და...თავს ნუ იბრიყვებთ და ნუ დემაგოგობთ აქ
რ უ ს უ ლ ა დ ...-ბოლო-ბოლო ასე არ შეიძლება, რომ სამუდამოდ მოვშორდეთ ამ 250 წლოვან ცბიერ, ღვრაძლიან და სიძულვილით სავსე მტერს?!... 21-ე საუკუნეშიც ქართველთა ეთნოწმენდების განმახორციელებელს, 25 %-ტი ტერ-ბის მიმტაცებელს,დღესაც საქართველოს დაშლაზე რომ მიისწრაფიან?!...და თუ არ -ვერ მოვშორდებით , ვერასოდეს განვითარდებით-განვავითარებთ სახელმწიფოს რუსეთზე უკეთესად და დავრჩებით ასე რუსულ ჭაობში!- ფაქტი- მოვშორდით რაგბით, გვაქვს მხარდაჭერა საფრანგეთიდან და გვაქვს დონეც - სახელმწიფოც გაცილებით წარმატებული გვექნება, მით ძლიერი ეკონომიკა-სოციალური მდგომარეობით ...სწორად იმ ურუსეთს თუ მოვიშორებთ და პროგრესულ დასავლეთთან ვითანამშრომლებთ!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 17:35
7
ყველა გამოხმაურება
ანუ, აქ დაწერილი ზოგიერთი კომენტარის თანახმად, გარდა იმ ცოდვებისა (მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) რაც ჩვენ "მეზობელს" ფაქტიურად აქვს საქართველოს წინაშე, ქართველი ფეხბურთელები, რომ უმეტესობა შემთხვევებში საშუალო ევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ (ქაჩავენ) ეგეც რუსეთის ბრალი ყოფილა?! ასეთ ზღაპრებს სანამ მოვუსმენთ, სიმართლისთვის თვალის გასწორებას სანამ არ ვისწავლით და ყველა თავის საქმეს არ მიხედავს პატიოსნად მანამდე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ........
???
22 თებერვალი 2020 18:01
5
მოგვაშორეთ ეს რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი...თავის რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებიანად
ჯჰგ
22 თებერვალი 2020 21:53
3
ფაქტი რუსეთი ,,ს ა ჭ ვ ო დ,, ყიდულობს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლისგანაც ა რ ც ე რ თ ი საშუალო დონეს ა რ გაცდა ...და მხოლოდ დეგრადირდნენ ისე, რომ მერე საშუალო ევროპულ დონესაც ვეღარ ქაჩავენ ... ასე რომ აჯობებს ურუსეთს მოვშორდეთ!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 18:49
3
მე თუ მკითხავთ, ძუნძულში კაცი ვერ გვჯობია გალაქტიკაში, ძუნძულში და .... სხვა არაფერში ვარგივართ და....ძუნძული ცოტაა ტოო???
კ ო მ ბ ლ ე
22 თებერვალი 2020 19:57
5
მარტო გუნდში ვარჯიში არ შველის ევროპაში, გუნდში ვარჯიშის შემდეგაც უნდა ივარჯიშოს. 6 წლის ბავშვებს 2 სატიანი ვაჯიში აქვთ ევროპაში, 45 წუთი ფიზიკური ვარჯიში 15 წუთი ბურტან შეხება. პლიუს ამას ცალკე ავრჯიშებენ მშობლები თავის ბავშვებს. გინახიათ ჯერ ევროპასში ამდენი ქართველი ცხოვრობს და ერთი ქართველი ბავშვი ევროპის საფეხბურტო სკოლებში გაზდილა საქართველოს მთავარ ნაკრებს რომ გამოდგომოდა. საქარტველოდან ევროპასში ჩამოსულ ბავშვს არ ვგულისხმობ. სისტემა არი შესაცვლელი საქარტველოში, ბავშვებს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო ფიზიკური ვარჯიში, იკნებ ტექნიკურ ფეხბურტელს საშუალო ფეხბურტელი ჯობია ფიზიკურად კარგად მომზადებული. იქნებ კარგ ტეხნიკურ ფეხბურთელს ბრდზოლის ეშინია, საშუალოს არ ეშინია.
kaxa
22 თებერვალი 2020 15:54
1
6 წლია ბავშვს მაჩვენე ფიზიკურად რომელ ქვეყანაში ავარჯიშებენ გაფიცებ :D ვახ რეებს არ წაიკითხავ კაცი
ემრე
23 თებერვალი 2020 01:03
2
შეიძლება უშუალოდ ამ სტატიასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა სპორტში ქართველების წარმატებაზე მესმის და აი რატომ: ყველა განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პირველ ადგილზე ახალგაზრდისათვის, სპორტულ წრეებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სკოლებში რა დონეზე ავარჯიშებენ! ყველა ვარჯიშობს, ყველა, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა! ახლა მიმოიხედეთ, ქართველი ბავშვების რამდენი პროცენტია დაკავებული სპორტით, ისიც მხოლოდ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, სპორტული წრეების ფულის გადახდა რომ შეძლონ, თორე უფულოდ აღარაფერი კეთდებე ამ ქვეყანაში
koka
22 თებერვალი 2020 19:29
0
ეეხ ჩემო მახო არ უყვართ სიმართლის მთქმელები და იმიტომ მხოლოდ აბდა უბდა რამე თქვი და უცებ გამოაჭენებენ.
maxo
22 თებერვალი 2020 13:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული