ნეიმართან ვარჯიში, "პსჟ" და "იუვენტუსი" - ამის მიუხედავად ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკშია"...

AutoSharing Option
2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე
იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.


2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...


უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე  შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.


ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.


ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

მკითხველის კომენტარები / 33 /
....სწორედ ამის თქმა უნდოდა სალუქვაძეს ასე აგრესიულად რომ მოახდით ბევრმა ეშინოდა სხვებსავით ჩაქვესაც რამე არ დაემართოსო ... მარა ჩაქვეს სხვა ბევრი ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით ჟინიანი ხასიათი ქონია ! მიდი ჩაქვე ,მაგარი ხარ!
ემზარ დუისბურგი
00:04 26-02-2020
0
ფეხბურთელებს ესე უდიერად რომ იხსენიებ ამის უფლება ვინ მოგცა,ომის დროს საზღვარზე იდექი გასაქცევად შენ ლიდერებთან ერთად ბოკერია და მიშასთან,ნაც-ბოკერიობა როგო არ გიტყდება,ეს ბიჭები ვინც რუსეთში თამაშობენ ძალიან ბევრს აკეთებენ სამშობლოსთვის და წარმატებები მათ ყველას,შენ და შენ ლიდერებივით კი არ გარბიან,იფიქრე ამაზე და გააცნობიერე
გლახუნა-ს
23:32 22-02-2020
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული