გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.
დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.
იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!
ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.
კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!
სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.
სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.
ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.
10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...
არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.
"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...
მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".
არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
ცოტა რო ხედავ, რომ შეგიძლია, დადე რა ერთ წლიანი..რისი გეშინია? თუ არა და უთხარი წავალ, არ მინდა და ვსე, ან ხმა ამოიღე, პრესას დაელაპარაკე, თქვი მე თამაში მინდა, თუ არა მაშინ გადავალ უარეს გუნდში, რომ ვითამაშო ბევრი...
ჩაკვეს დონეზე ვამბობ, რათქმაუნდა ვარსკვლავი არაა, მაგრამ საშუალო დონის არის და წლოვანება პატარა, ანუ ყველა პლიუსი ხელში უჭირავს) აი ქვილითაიას მხრიდან ეგეთი მოთხოვნები არ გამოვიდოდა და ამაზე კი...და ბოლო-ბოლო ატეხე ერთი ამბავი ან მათამაშეთ ან არ მინდა წავალ...და 3 წლიანს მოაწერა,კაი რა...ნუ თუ ეხლა 100 ათასის ეგრევე( მილიონს და ეგეთ ფულს არ მისცემდნენ, არ არსებობს) და პლიუს არ ვიცი ნუ თვეში რამდენი..აი ამ ფარგლებში, ეგ თუ ის ფულია, რომ აწყობს..მაშინ სამწუხაროთ, მეტი წინ წასვლა გაუჭირდება...