"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
ამ შემთხვევაში სიტუაციას ნათელს მოჰფენდა თვითონ ფეხბურთელის განმარტება. ისე ვნახეთ, რომ თამაშში კარგად ჩაერთო. ასევე, მწვრთნელსაც ჩვენზე მეტად უნდოდა თამაშის მოგება. ეტყობა ჯერ კიდევ არაა საჭირო ფიზიკურ კონდიციაში. მეგობრულად გთხოვთ, ნუ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას. აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. პატივი ვცეთ განსხვავებულ მოსაზრებებს.
ქომაგი
22 თებერვალი 2020 20:58
0
ქეცბაია ხო გაუშვით თქვენი პროფესორობით..
ეხლა კიდე სკანდალი მოაწყეთ და იმედიც მოუკალით ამ ხალხს! სიმართლე რომ ვთქვათ შენი კომენტატორობის დროს მაყურებლის უმეტესი ნაწილი სერიალს უყურებს და დანარჩენს კოშმარი გვესიზმება..
კონკრეტულად მაინც გეთქვა რა გაწუხებს
ჩორნა
22 თებერვალი 2020 20:53
12
ეს სასლუქვაძე ვერ გავიდე ვინ არის. ხან კომეტატორია, ხან დინამოს შტაბში რაღაცას აკეტებს ვითომ, ხან ტოტალიზატორის ბილეთებს უდგენს ხალხს რომ მოაგებინოს ვითომ, ახლა ჟურნალისტ ექსპერტად მოგვევლინა. ვერც ერთში ვერ უქნია ღმერთს))
თქვენ კი ჯერ ააღმერთედ ჩაკვეტაძე ახლა ვეღარ ხედავთ რომ რაც ათამაშა ჩეპიონატშიც და ევროპაზეც, მშვენიერ ფორმაშია და ალაბთ ასეა საჭირო. ჩვენთვის და თვითონ ჩაკვეტაძისათვის მთავარია მარტში იყოს ჯანზე, ბელგიაშიც გადამწყვეტი თამაშები წინ არის, როცა საუკეთესო ექვსეული ჩემპიონობაზე იბრძოლებს. ასე რომ დაწყნარდით და სალუქვაძეს ნუ აყვებით, ის არაფერში პროფესიონალი არაა.
G.LA
22 თებერვალი 2020 20:31
7
Saluqvadzis gasarchevi ro gaxdebe qartuli pexburti.chakvetadzis pexnabani wyali gjobia shen
Grisha
22 თებერვალი 2020 20:16
7
ქართველებს ყველაფრის გაბუქვა გვიყვარს და რეალისტობა გვაკლია.
ჩაკვეტაძე რომ 25 მილიონი არ ღირს ცხადზე ცხადია.
გელა ნუგზარაშვილი
22 თებერვალი 2020 20:10
7
მე არ ვეთანხმები სალუქვაძეს.. არც იმას დავიჩემებ,რო ბარსაში და რეალში ითამაშებს ჩაკვე ან რომელიმე სხვა გრანდში,თუმცა ღმერთმა ქნას მასე მოხდეს. ნორმალურ ევროპულ გუნდში სულ იქნება გიო
გოგა
22 თებერვალი 2020 20:04
1
სხვისი ოქრო ყარს და ჩვენი ბამბაც ჩხრიალებს? აი ესაა მთავარი და გვჯერავს, რომ ჩვენი ბამბა, ყველაზე ჩხრიალა ბამბაა სამყაროში.
რა ტალანტი? რის აღმოჩენა?
უბრალოდ კარგი მოთამაშეა, სჭირდება განვითარება, თუმცა მისგან მესის, რონალდოს დონე სასაცილოა, მაქსიმუმ დარასელიას დონესაც ვერ მიაღწევს, მისგან ამას არასდროს ველი, მაგ სიმაღლეს ვერ გაქაჩავს... ვერა!!!
ნუ ვიტყუებთ თავს, არიქა კომეტა გამოჩნდაო, კომეტა არა ფარშევანგი კიდევ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 თებერვალი 2020 19:52
9
მინდა სალუქვაძეს ვუპასუხო დიდი იმედი მაქვს რომ გიო შევა ფორმაში მაგრამ თუ ვერ იქნება 100% მზად ითამაშებს კვარაცხელია ჩემი აზრით ხვიჩა არანაკლებ ნიჭიერი და პერსპექტიულია ვიდრე გიორგი და უფრო ძლიერ ლიგაშიც გამოდის უნდა დასრულდეს ის დრო როცა ერთი ფეხბურთელის იმედზე ვართ მუდმივად.
გიორგი
22 თებერვალი 2020 19:24
5
ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი არ არის გიორგი ჩაკვეტაძე!!
ქართული ფეხბურთის იმედი და მომავლები არიან როგორც გიორგი ასევე ზურიკო დავითაშვილიც, კვარაცხელიაც, კიტეიშვილიც ,ჯიმი ტაბიძეც, ლევან ხარაბაძეც ნიკა მალიც საბა ლობჟანიძეც და კიდევ სხვა ფეხბურთელებიც უნდა დასრულდეს საქართველოში ის დრო როცა ერთ ფეხბურთელს ვაკისრებთ მთელს პასუხისმგებლობას საბედნიეროდ წამოვიდა თაობა ვისაც შეუძლია კარგ დონეზე თამაში ჩემი აზრით ხვიჩა კვარაცხელია არაფრით არ ჩამოუვარდება ჩაკვეტაძეს და უფრო ძლიერ ლიგაშიც გამოდის ვიდრე გიორგი და კიდევ არიან სხვა ახალგაზდები ვინც ახლა არ ჩანს მარა მალე გამოჩნდებიან ქართულ სანაკრებო დონეზე წარმატებები ეროვნულ ნაკრებს ეს არის ნაკრები და არა 1 ფეხბურთელის ირგვლივ არსებული გუნდი რომელიც თუ არ თამაშობს ვსიო დაღუპულები ვართ
გიორგი
22 თებერვალი 2020 19:17
4
ჯერ ცხენი უნდა შეგეკაზმა ჯიგარო...ბრძენი წინაპრების ნათქვამია:სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო...შენ კი რა გამოდის თქვი და ცხენი განა თუ შეკაზმე,საერთოდ არცა გყავს.ხოდა „კრიფე ეხლა კბილები“...
ლ.გიო
22 თებერვალი 2020 19:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული