"რუბინმა" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩში ტირასპოლის "შერიფი" 2:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე ბაკაევმა მისი პასით მეორე გოლი გაიტანა. ის 67-ე წუთზე შეცვალეს და კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ "ქაირათთან" წაგებულ წინა სპარინგში (2:3) გუნდს შესამჩნევად აკლდა.
ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.