ქართველების ბენეფისი "გენტში" - რომასთან" მატჩშიც მათ კარგ ასპარეზობას ველით [VIDEO]

AutoSharing Option
ნავსი გატყდა - ვნახეთ ის, რასაც ველოდით

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.

მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.

მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.


26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.


მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვენი იმედია ჩაკვე, მაგრამ ეს ხალხი რატომ აკრიტიკებს ამ სალუქვაძეს ვერ ვხვდები,ან მის ნათქვამთან რა კავშირშია ტოტალიზატორიო და შავბნელი რაღაცეებიო.. მოკლედ რაა ზუსტადაც მართალი თქვა სალუქვაძემ, აქ ყველა ნათქვამი არაა დაწერილი, გადაცემა ნახეთ ჯობია. ისიც თქვა, რომ ნაკლები ტალანტები იყვენენ თუნდაც ჰალილოვიჩიო? ანდაც ბოიან კრკიჩი?? მაგრამ ყველას დაავიწყდაო? რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე როცა უნდა ეთამაშათ არ უწევდათ თამაშიო.. ასეა, მართლაც.. ნებისმიერი წუთი, დღე, თვე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა, რომ ითამაშოს.. მესმის ჩაკვესის, თუმცა ბელგია მეც არ მგონია ის დონე, სადაც ჩაკვეტაძემ უნდა ითამაშოს, მითუმეტეს გენტი. უნდა წავიდეს ტოპ 5 ჩემპიონატში აუცილებლად, გაატრაკოს უნდა მწვრთნელთან და პრეზიდენტთან. წარმეტებები ჩაკვეე
ზუზუ
24 თებერვალი 2020 03:18
1
გამიჩნდა იმედიი!! ესენი თუ ჩაჯდნენ სასტავში რეგულარულად ევროპაზე გავალთ!!
შოთა
24 თებერვალი 2020 01:04
0
რომასთან სეზის თამაში უნდა დადოს ჩაკვემ. წარმატებები ბიწებო. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია!
ugandas prezidenti
24 თებერვალი 2020 00:17
0
კარგი იყო, მარა ზედმეტი ნუ მოგვივა, საბენეფისო და საფეიერვერკო ჯერ არაფერი ყოფილა ასე წარმატებულს მინიმუმ ხუთ თამაშს მაინც თუ გადააბამენ მერე ვიფიქროთ ზეიმზე.
Mmm
24 თებერვალი 2020 11:44
1
მოლკლეთ ჩაკვე დირიჟორობდა თამაშს.
ჯიმა
24 თებერვალი 2020 00:57
3
Dges chveni dgea, yvelafers vigebt!
Nukri
24 თებერვალი 2020 00:03
0
ნელ-ნელა იგრძნობს თავდაჯერება ჩაკვეც და ქვილითაიაც იმედია, ბენეფისი კი ცოტა ძაან ზედმეტია, ხალხო უჩნდებათ განცდა რომ ეს ბენეფისები ლიმიტის, ამაზე ათასჯერ უკეთესად უნდა ითამაშოს ორივემ და გაუშვით რა... რა ბენეფისი არა თევზი, მე რო მიხარია ისე უხაროდეს ყველას, მარა ესე გადამეტებით შეფასება მრცხვენია იმათ ნაცვლად...
რა მაფიაა?
24 თებერვალი 2020 02:22
0
ყოჩაღ ბიჭებო
ლაშა
24 თებერვალი 2020 01:12
0
ჩაკვეს თამაშს ვუყურე და გული დამწყდა რომ ვერ გაიტანა მითუმეტეს ქონდა შანსი მარა მთიანობაში იმ კარგი თამაში ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა იმის გათვალისწინებით რომ ამდენი ხანი ტრანვა ქონდა და ეს მისი პირველი 90 წუთი იყო და პირველად დააყენა მწვრთნელმა ძირითადში ნორმალური შედეგია კიდე რამდენიმე თამაში ძირითადში და ჩაკვე აღიდგენს ფორმას 100% ით ამ თამაში თითქმის 100 დან 90% ყველა დრიბლინგი კარგი ქონდა 100 დან 90 % ყველა პასი ზუსტი იყოო ამ ბიჭმა იცის როდის უნდა მისცეს პასი როდის უნდა წავიდეს მოტყუებაზე როგორ უნდა გაიხსნას ერთ მომენტში ქვილითაია ერთი ერთზე გაიყვანა მარა სამწუხაროდ გიომ ვერ გაიტანა ჩაკვე ძალიან მაგარი ბიჭია უბრალოდ ბოლოს დაღლა დაეტყო გიოს სჭირდება მეტი დრო და ყველაფერი გამოუვა წარმატებები ორივე გიორგის ძალიან სასიხარულოა რომ ქვილითაიამ გაიტანა ეს უფრო მეტ სტიმულს მისცემს.
გიორგი
24 თებერვალი 2020 03:12
1
სალუქვაძის კრიტიკა უადგილოა მასაც ისევე როგორც Ჩვენ გული Შეტკივა ქართულ ფეხბურთზე და და უამრავი მაგალითი გვაქ ნაადრევად Ჩამქრალი იმედისმომცემი ფეხბურთელებისა. ის რაც სალუქვაძემ დაწერა იყო Შიში იმისა რომ ესე არ მომხდარიყო რაც Ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება. მალად3ც ორივე გიორგის
gg
24 თებერვალი 2020 07:54
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული